რატომ ამბობენ ადამიანები საქართველოში ვაქცინაზე უარს? - უახლესი კვლევის შედეგები

"არავაქცინირებული მოსახლეობის უმრავლესობას COVID 19-ის აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენების ეშინია", - ეს დასახელდა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რატომაც ამბობენ ადამიანები უარს ვაქცინაციაზე.

ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ბავშვთა ფონდის („იუნისეფი") ერთობლივ კვლევაშია აღნიშნული.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მსვლელობისას 1.996 ადამიანი გამოიკითხა, აქედან:

1.033 სოფლის მცხოვრები -  963 კი ქალაქის.

კითხვაზე თუ რატომ აჭიანურებენ ვაქცინაციას ან რატომ არიან ამის კატეგორიული წინააღმდეგი ადამიანები, გამოკითხვის მონაწილეებმა შემდეგი მიზეზები დაასახელეს:

✅ რესპონდენტების 35,8% ვაქცინაციისგან თავს იკავებს - რადგან არ ენდობა უმოკლეს დროში შემუშავებულ და არასაკმარისად გამოცდილ პრეპარატებს.

✅ გამოკითხულთა 32,1%-ისთვის - მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.

✅ კვლევაში მონაწილე 13,9% - არ ენდობა ვაქცინის კონკრეტულ მარკებს.

✅ 12,4% მიიჩნევს - რომ ვაქცინა სიკვდილს ან უნაყოფობას იწვევს.

✅ გამოკითხულთა 8,6%-ისთვის მიზეზი - ზოგიერთ მედიკამენტზე ალერგიაა

✅ 7,9%-ს  - კორონავირუსის გადატანის შემდეგ, საკუთარი იმუნიტეტის იმედი აქვს.

 

ამას გარდა, გამოკითხულთა მცირე ნაწილი (4,6%) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საფრთხე გაზვიადებულია.

✅ 2,6% დარწმუნებულია - რომ ვაქცინას მოსახლეობაზე ცდიან.

✅ 0,1%-ისთვის - ვაქცინაცია მათ რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.

ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შეჩერება მხოლოდ მოსახლეობის მასობრივ იმუნიზაციას შეუძლია, მაგრამ ქვეყანაში აცრის ტემპი ძალიან დაბალია.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის სრული ვაქცინაცია მოზრდილი მოსახლეობის 35,24%-ს აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები, რომ მათი უმრავლესობა დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებს

🔲 დაკავებულია ექიმი, რომელიც არავაქცინირებულ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე უკანონოდ არეგისტრირებდა და აცრილებად აღრიცხავდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792350256

საზოგადოება

რომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...

რომის პაპი ლეო XIV

1792348393

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...

დაკავება

1792346955

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს

ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1792346436

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს

ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...

ლევან მაჭავარიანი

1792345297

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას

ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...

ვარლამ ლიპარტელიანი