სააკაშვილის ჩამოსვლის და მისი მომხრეების მიზანია ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიონ - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის დეპუტატი მმართველი გუნდიდან, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში მკურნალობის თუ სხვა ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებას, მიიღებს ექიმების ოფიციალური დასკვნის საფუძველზე პენიტენციური სამსახური.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის შიმშილობის უკან დგას მისი და მისი მომხრეების მიზანი, რომ ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლებაში ცვლილებები მოახდინონ, ამიტომ ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე რამდენიმე საექიმო მეთვალყურეობა არსებობს. როგორც ვიცი, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გადაწყვეტილებას მისი იქ მკურნალობა იქნება თუ სხვა ჰოსპიტალში გადაყვანა, მიიღებს ექიმების ოფიციალური დასკვნის საფუძველზე პენიტენციური სამსახური.

ერთი რამ ვიცოდეთ, ყველაზე მეტად, თუ ვინმეა დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მისი შიმშილობის შეწყვეტით, ეს არის ხელისუფლება, რადგან ვხედავთ, ოპოზიცია თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სპეკულირებს მისი შიმშილობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ შიმშილობის უკან რა დგას, ეს არის მთავარი გასათვალისწინებელი.

შიმშილობა საპატიმრო ცხოვრებისთვის დამახასიათებელია და ამის მართვა ყოველთვის ხდებოდა. პატიმრები რაღაც მომენტში წყვეტდნენ შიმშილობას, მათ ყველა მოუწოდებს ხოლმე ამისკენ, ამ შემთხვევაში ცოტა სხვა რამესთან გვაქვს საქმე, ამხნევებენ გარედან, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს პოლიტიკური მიზნებისთვის გვჭირდება - მისი მომხრეების ნარატივი ეს არის.

სააკაშვილის საბოლოო მიზანი, მისი ჩამოსვლის, მისი მომხრეების მიზანი არის ის, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიოს, ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ამიტომ ის იქნება დაცული და თუ აუცილებლობა დადგა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე:
🔵ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ- მოშიმშილე ელენე ხოშტარია

🔵დიმიტრი ხუნდაძე - არ დავუშვებთ, როგორც სააკაშვილის მიმართ რაიმე მძიმე შედეგის დადგომას, ასევე არეულობის შემოტანას

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788188427

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას...

პოლიცია

1788186751

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება

„თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში. ჩვენ ვახორციელებთ მსხვილ პროექტებს ენერგეტიკის, მრეწველობის, კოსმოსის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით“, - განაცხადა ვ...

ვლადიმერ პუტინი

1788184190

საზოგადოება

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციურ დანიშნულების ადგილს უწოდებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, შავი...

Ambassadori Island Batumi

1788183748

მსოფლიო

Newsweek - ახალი იმპულსი აშშ-ს ურთიერთობებში

საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-სთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. 2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DF...

ირაკლი კობახიძე

1788183020

ახალი ამბები

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით...

 დაურ ბუავა