საახალწლო ღონისძიებები თბილისში - როდის და სად შეიზღუდება სატრანსპორტო გადაადგილება

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, 30 დეკემბრის 13:00 საათიდან პირველი იანვრის 06:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ჯავახიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მხოლოდ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეიზღუდება მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების ზეთის ხილის ხესთან მობრუნება და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილება.

თავისუფლების მოედნიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველი რესპუბლიკის მოედნის გამოყენებით. მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება ზეთის ხილის ხის შემდგომ, რუსთაველის გამზირზე.

მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის, ინაშვილის, მესხიას და ლაღიძის ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსები - N6, N14, N31, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150, N301 და მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N72, N120, N145, N170 რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებენ პირველი რესპუბლიკის მოედნის გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მგზავრობას განაგრძობენ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ, რის შემდეგაც, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

ავტობუსები - N59 და N91, რომლებიც მელიქიშვილის ქუჩიდან გადაადგილდებოდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით ზეთის ხილის ხემდე, მოძრაობას განაგრძობენ ჯავახიშვილის ქუჩაზე და შემდეგ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდისა და ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით, სვლას განაგრძობენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

N33 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროს, ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩებს დაუკავშირდება და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

ასევე საინტერესოა:

🔵 გაიგეთ რა ელის თქვენი ზოდიაქოს ნიშანს - გამარჯვებისა და წარმატების პლანეტა იუპიტერი, თევზების ნიშანში გადავიდა

🔵 “ალექსანდრემ მომავალი ძმა მონასტერში ნახა, საბოლოოდ ოთხი ბავშვი ვიშვილე, და-ძმას ერთმანეთს ვერ დავაშორებდი” - გულიკო ზაზარაშვილი

🔵 კორონავირუსით გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად დანთებული სანთლისგან გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787939787

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. ლიპარტელიანმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჯილდო ქართველი სპორტსმენის კარიერაში გრანდ სლემის ტურნ...

ეთერ ლიპარტელიანი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს

1787939500

ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს. საქართველოს ნაკრე...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებ

1787937352

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1787935325

მსოფლიო

საბერძნეთმა საჰაერო სივრცეში შეჭრილი თურქული დრონი ჩამოაგდო

ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ბერძნული მედიის ცნობით, დრონმა სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში ქვეყნის ეროვნ...

საბერძნეთმა საჰაერო სივრცეში

1787933428

ახალი ამბები

ლევან ვეფხვაძე თელავისა და მესტიის აეროპორტებზე: შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ჩვენს რეგიონებს სჭირდება

„შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ“, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, ტენდერი, რომელიც მესტიისა და თელავის...

ლევან ვეფხვაძე