სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში.

„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და ფული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 18-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745772666

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბეწვის ხიდზე გავლა მოგვიწია, საბოლოო ჯამში, გამოწვევები გადავლახეთ და მშვიდობა შევინარჩუნეთ

„გამოწვევები გადავლახეთ, მშვიდობა შეინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველო...

ირაკლი კობახიძე

1745770334

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე - იორდანიის ხელისუფლებასთან ვისაუბრეთ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის ხელშეწყობაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და კომიტეტის დელეგაციის წევრებმა იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას იორდანიის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის გადმოცემული მიწის ნაკვეთი მოი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1745764022

ახალი ამბები

მეუფე შიო: ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი

„ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგ...

ლლლ

1745763726

მსოფლიო

ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს საფლავის კადრები გაავრცელა

ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს საფლავის კადრები გაავრცელა. ანდერძის თანახმად, პაპის საფლავის ქვაზე მხოლოდ ერთი სიტყვა „ფრანცისკეა“ ამოკვეთილი. პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა....

პაპ ფრანცისკეს საფლავი

1745762649

სპორტი

გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთის „ლა ლიგა ორში“ მორიგი გოლი გაიტანა

გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთის ლა ლიგა ორში მორიგი გოლი გაიტანა და „გრანადას“ გათამაშების ლიდერ „ელჩესთან“ მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა ლა ლიგა 2-ის დაპირისპირებაში ქართველი შემტევი „გრანადის...

გიორგი წიტაიშვილმ