სამშობიაროდან კანონს ვწერდი, თქვენ კი გამბედაობა არ გეყოთ გეთქვათ, რომ გვაუქმებდით - ლონდა თოლორაია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს
ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა.
კომიტეტის წევრების გარდა, განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელთაც კომიტეტების სხდომა დასრულებამდე დატოვეს.
როდის დაინახეთ პრობლემა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოძიების ფუნქციას შორის კვეთაში და თუ პრობლემა დაინახეთ, მე რატომ ვიგებ ამის შესახებ დღეს, კანონპროექტით? - ასე მიმართა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ლონდა თოლორაიამ უმრავლესობის წევრებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი არის არსებულის copy - paste.
ლონდა თოლორაიამ დეპუტატებს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, რით აძლიერებენ სამსახურს, სახელმწიფო ინსპექტორის გარანტიებს და ხელშეუხებლობას ახალი კანონპროექტით, იმისთვის, რომ ორი წლის თავზე კვლავ არ გახდეს ამ კანონის შეცვლა საჭირო და „კვლავ არ მოისროლოს მმართველმა გუნდმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი თანამშრომლები სანაგვეზე“.
„მაინტერესებს კონკრეტული მაგალითები, როდის დაინახეთ თქვენ პრობლემა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოძიების ფუნქციას შორის კვეთაში? მე, როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელს, კონკრეტული მაგალითები მჭირდება. რა თქმა უნდა, მაინტერესებს, სად დაინახა პარლამენტმა ეს პრობლემები და თუ პარლამენტმა ეს პრობლემები დაინახა, ამის შესახებ მე რატომ ვიგებ დღეს ამ კანონპროექტით?
არსებობდა არაერთი ფორმატი, სადაც თქვენ შეგეძლოთ ნებისმიერ დროს დაგეძახათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ჩემთვის და მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც თქვენს დაძახებულზე არ მოვსულიყავი საქართველოს პარლამენტში, არ მახსენდება შემთხვევა, როცა მე რაიმე კოლეგიალობის ან ანგარიშვალდებულების პრინციპი დამერღვიოს საქართველოს პარლამენტთან. მაინტერესებს, სად დაინახეთ ეს პრობლემა და ეს პრობლემა სანამ გამოიხატება ამ კანონპროექტში, ამის შესახებ რატომ არ ვიყავით ჩვენ ინფორმირებული?
ჩამომითვალეთ კონკრეტული მუხლები, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის უკეთეს გარანტიებს ქმნის, იმიტომ, რომ არსებული კანონი არის იმ კანონის copy paste, რაც არის. მაინტერესებს, რით აძლიერებთ ამ სამსახურს, სახელმწიფო ინსპექტორის გარანტიებს და ხელშეუხებლობას იმისთვის, რომ ორი წლის თავზე კვლავ არ შეცვალოთ ეს კანონი და კვლავ არ მოისროლოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი თანამშრომლები სანაგვეზე?
თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვაუმჯობესებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას, რატომ არ არის ახალ კანონში ასახული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში გათვალისწინებული პროგრესული სიახლეები და რატომ არის ეს არსებულის copy paste? თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვაძლიერებთ საგამოძიებო მიმართულებას და აქვე ვადასტურებ, რომ ლონდა თოლორაია არასდროს იქნება პროგრესული რეფორმების წინააღმდეგი, პირიქით, მე რომ ამ პროცესში ვყოფილიყავი ჩართული, ეს შესაძლებელია დასრულებულიყო ამ უწყებების გაყოფით, ოღონდ არა ამ ფორმატში, როგორც ახლა ხდება. იმიტომ, რომ თუ ეს აძლიერებს ორივე სამსახურს, პირველი ვიქნებოდი ვინც იტყოდა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვაძლიერებთ სამსახურს, რატომ არ არის გათვალისწინებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები?“- უთხრა ლონდა თოლორაიამ უმრავლესობის წევრებს.
ამავე თემაზე:
🔵 "მას ყველა კარი ღია აქვს"- პრემიერმა ლონდა თოლორაიას საჯარო სამსახურში დასაქმება შესთავაზა
1792149727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ
„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...
1792148918
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და...
1792147365
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...
1792146087
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ო...
1792144924
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ორგანიზაციის დღის წესრიგში
ეუთოს თავმჯდომარის რანგში დღეს საქართველოს სტუმრობს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არა...


























