საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს წევრებმა, 10 ხმით, გენერალური პროკურორობის კანდიდატად საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საპროკურორო საბჭო, გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი გვარაკიძეს, შესაბამისი დასაბუთებით, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
„გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა, საპროკურორო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე, საპროკურორო საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა დაასახელა. საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმინეს და საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
გიორგი გვარაკიძემ საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების, გამოძიების და საპროკურორო ზედამხედველობის გაუმჯობესების, ასევე პროკურორების და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო და კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.
გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.
ასევე, გიორგი გვარაკიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო.
1750351190
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე...
1750349205
ახალი ამბებიავარია აჭარაში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენი...
1750344882
მსოფლიონეთანიაჰუ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე: ირანში არავინ არის ხელშეუხებელი
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ გამორიცხა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ დარტყმა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. „მე გავეცი მითითება,...
1750344083
მსოფლიოირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის...
1750343993
მსოფლიოირანმა აშშ-ის ბაზებზე დარტყმებისთვის რაკეტები მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი კონფლიქტში ჩაერთვება - CBS
ირანმა მოამზადა რაკეტები და აღჭურვილობა რეგიონში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები შეუერთდება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ საკითხზე ინფორმირებულმ...