საქართველოდან უცხო ქვეყნის 60 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა
ქვეყნიდან გაძევებული.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის,
ბანგლადეშის, ლიბანის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ალჟირის, ეგვიპტის და განას, ჯამში 60 მოქალაქე.
გაძევებულთა შორის ასევე არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ მიგრაციის დეპარტამენტსა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის აქტიური კოორდინაციის შედეგად, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 384 უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რაც 26%- ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
გაზრდილია იმ პირთა მაჩვენებელიც, რომლებმაც გაძევების პროცედურის ფარგლებში ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს, კერძოდ, საქართველო დატოვა 323 პირმა, რაც 60,7 %-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოების კუთხით.
იგეგმება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დამატებით გაზრდის დეპარტამენტის შესაძლებლობებს უზრუნველყოს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა ქვეყნიდან გაძევების ეფექტიანი პროცედურები“, - აცხადებენ უწყებაში.
1730526440
ახალი ამბებიგია ხარჩილავა გარდაიცვალა
წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა 2 ნოემბერს, ღამით გარდაიცვალა. პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. გია ხარჩილავა 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ხარჩი...
1730491425
ჰოროსკოპი2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რთული და მოუსვენარი დღეა. ჰოროსკოპი ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება და მოულოდნელად...
1730488743
ახალი ამბებიმწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ. სამადაშვილი რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი 2008-13 წ...
1730487918
სოციალური მედია„აქ სიყვარულია“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას, როგორ საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით...
1730485308
სოციალური მედიაშორენა ბეგაშვილი იტალიაში გადაღებულ უახლეს კადრებს გვიზიარებს
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უა...