"საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას" - საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციას და საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციას მიმართავს.
"მოხარულნი ვართ, რომ ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თქვენი ღონისძიება ეძღვნება ძუძუთი კვების პროპაგანდასა და ბავშვებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდას.
ორივე თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას და მომავალშიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველა წამოწყებასა და ღონისძიებას.
დედის რძე ბავშვისთვის არის შეუცვლელი საკვები, - მომავალი თაობის სიჯანსაღის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.
რაც შეეხება ყმაწვილებში წიგნისადმი დამოკიდებულების ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების საუკუნეში სწორად აღზრდისათვის ესეც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჩვენ 6-7 წლის წინ დავიწყეთ წიგნის კითხვის პროპაგანდა და ამ მიზნით არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ საშუალებით; დღეს ეს თემა უკვე ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამაში სერიოზული წვლილი შეაქვს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც.
მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნულ საკითხს სამედიცინო კუთხითაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და იგი სწორად აღზრდის შემადგენელ აუცილებელ ნაწილად მიგაჩნიათ.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ხელშემწყობნი, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე მზრუნველი სხვა ორგანიზაციები.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედები, ჩვენი ბავშვები და მათი ხვალინდელი დღე.
⛪️ ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი",- აღნიშნულია საპატრიარქოს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ტრაგედია ბოლო ზარზე - ბორჯომში ავტოკატასტროფას მეთორმეტე კლასელი ემსხვერპლა
1794734788
ახალი ამბებიმარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...
1794733725
მსოფლიოჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...
1794727872
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...
1794727540
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...
1794725695
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...































