ხელჩართული ჩხუბი ბათუმში - რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინული დროშა ჩამოხიეს და სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელი სცემეს

რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინის დროშა ჩამოხიეს და სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელი სცემეს. ხელჩართული ჩხუბი ბათუმში მოხდა. ირკვევა, რომ რუსეთის 4 მოქალაქე გუშინ ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე სათარჯიმნო ბიუროში მივიდა, სადაც მათი გაღიზიანება შენობის შესასვლელში უკრაინულმა დროშამ და  რუსული გემის შესახებ ცნობილმა წარწერამ  გამოიწვია.

მომხდარის შესახებ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლები მედიასთან არ საუბრობენ. ასეთი მითითება მათ პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს.

"სათარჯიმნო ბიუროში შემოვიდა რუსეთის 4 მოქალაქე და მათი გაღიზიანება გამოიწვია კარზე გაკრულმა უკრაინის დროშამ შესაბამისი სლოგანით. ჩამოხიეს ეს დროშა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმა უთხრეს, რომ ეს კერძო საკუთარებაა და თქვენ არ გაქვთ ამის უფლება, მიაგდეს ეს, დაკუჭული ესროლეს გოგონებს, შემდეგ ხელითაც წაიწიეს, ხელიც ჰკრეს  და შედეგად პოლიციას გამოუძახეს უკვე თანამშრომლებმა და ეს დავა გაგრძელდა პოლიციის შენობაში, - ამბობს თვითმხილველი. 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მოქალაქეები მსგავსს  ქმედებას ჩადიან. "პირველები" დაინტერესდა, რატომ არ აკავებენ მსგავსი აგრესიული ქმედებისთის რუსეთის მოქალაქეებს, თუმცა პოლიციის განყოფილების უფროსი, ბაჩო ხაჟომია, თავდაპირველად პოლიციის შენობაში ჩაიკეტა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხების გასაცემად პრესცენტრს უნდა მივმართოთ. 

წყარო:ტვ პირველი

ასევე წაიკითხე:

🔵ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების ელემენტარულ არცოდნას - კოკო გამსახურდია

🔵პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ექვსი პირი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794592850

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია

დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794590530

სპორტი

საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...

საბა ლაზიშვილ

1794588914

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი

ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...

პატრიარქი

1794586790

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია

„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...

შალვა პაპუაშვილი

1794584581

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...

მიხეილ ყაველაშვილი