საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორ ათასწლეულზე მეტია, რაც მაცხოვრის სიტყვა და სახარების ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ისტორიას, კულტურას, სახელმწიფოებრიობას, ცხოვრების წესს, ამ ფასეულობებმა კი განაპირობა დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის პოლიტიკური იდეალები და საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას.

“გულითადად გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს!

ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ქრისტეს პირველმა მოციქულმა საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანობის გავრცელებას ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანაში.

ორ ათასწლეულზე მეტია, რაც მაცხოვრის სიტყვა და სახარების ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ისტორიას, კულტურას, სახელმწიფოებრიობას, ცხოვრების წესს.

ეს ის ფასეულობებია, რომლებმაც ისტორიულად განაპირობა დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის პოლიტიკური იდეალები და საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას.

ამ ფასეულობებისადმი განუხრელი ერთგულების ნიშნად, 2018 წელს ჩვენ გავიზიარეთ მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის  ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების შესახებ.

დღეს, როდესაც საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ახლოსაა ცივილიზებული არჩევანის - ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნების მიზანთან, სწორედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული სულიერი და ეროვნული ფასეულობები გვიმაგრებს ზურგს და მჯერა, რომ მომავალშიც არსებით როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე საინტერესოა:

🔵 „შე­ნის­თა­ნა ახალ­გაზ­რდა, რომ­ელიც მხო­ლოდ სი­კე­თი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ცხოვ­რობ­და ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის გამო ტო­ვებს აქა­ურ სამ­ყა­როს“ - გია გაჩეჩილაძის სიძე ტრაგიკულად დაიღუპა

🔵 ღმერთო აცოცხლე, ამრავლე, სიკეთეში და სიხარულში ამყოფე ეს მშრომელი, წესიერი, ალალი გულის ხალხი“ - რა გეგმები აქვს ზურა შევარდნაძეს?

🔵 უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა კლინიკიდან ქართული და უკრაინული დროშებით გააცილეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792825861

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...

თენგიზ შარმანაშვილი

1792823174

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...

მიხეილ სარჯველაძე

1792821976

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში

24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...

ამინდი

1792787300

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...

ირაკლი კობახიძე

1792785150

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გ...

ეკა სეფაშვილი