ღმერთო აცოცხლე, ამრავლე, სიკეთეში და სიხარულში ამყოფე ეს მშრომელი, წესიერი, ალალი გულის ხალხი“ - რა გეგმები აქვს ზურა შევარდნაძეს?

ღმერთო აცოცხლე, ამრავლე, სიკეთეში და სიხარულში ამყოფე ეს მშრომელი, წესიერი, ალალი გულის ხალხი.“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ცნობილი ბიოლოგ-ბოტანიკოსი, ზურა შევარდნაძე წერს.

„წუხელ დავბრუნდი მაღალი აჭარიდან.

არაა მეორე კუთხე ქვეყანაზე სადაც ასე შრომობენ. ერთადერთი ხალხია მთელ საქართველოში რომლებიც ჯერ კიდევ მომთაბარეობენ, წელიწადის თითქმის ნახევარს მემთევრობენ. ბარის სახლებში ზამთრობენ, საქონელს აზამთრებენ. უკვე ხნავენ და თესავენ, მიწაში ჩასაყრელს ყველაფერს ჩაყრიან და მთაში "გეიბარგვიან", სექტემბრის შუამდე იქ დარჩებიან და მთელი ზაფხულის ნადავლს ოჯახს შემატებენ. ბარში ახალგაზრდები ისაქმებენ, ისინი "ჭალობენ, ყანობენ".

ყველა ჩქარობს, ვერ ნახავ უქმად მჯდომს ვერც ქალს, ვერც კაცს, ვერც ბავშვს, ყველას თავისი საქმე და საკეთებელი გამოუძებნია. დაუხნავს, დაუმუშავებელს, მიტოვებულ მიწის ვერც ერთ ნაგლეჯს ვერ იპოვი გინდა მთელი ხეობა მოიარო. შესვენების დროს ქალები სხედან ერთად და ქსოვენ, ქარგავენ, ერთიმეორეს ეჯიბრებიან ვინ უფრო ააჭრელებს და წმინდად იქს.

არსად, ისე გულით არ ხარობენ სტუმრის მისვლით როგორც ამ მთებში.

"სტუმარს მისი რიზღი და ბერექეთი (ხვავი და ბარაქა) მას მუაქ მისი თან ასი, იმ ასიდან ჰაჰა ერთი მან შესჭამოს დანარჩნს შენსას დასტევს გეიარს და წევა.." ასე ამართლებენ თავგადაკლულ მასპინძლობას. აქაო და თქვენი სტუმრობით ჩვენ ვრჩებით ნასარგებლებიო.

"სტუმარს ღმერთი გვიგზანის, ღმერთის სამსახურში დევღალო იზამს განა? დევკუთო გამცვითოს გამჩენელმა.."
" მიირთვი სტუმარო, მიირთვი ნაყიდი ხომ არ გვაქვს, ჩვენია, ჩვენი შრომით მოწეული, თქვენს საკადრისად ვერ გმასპინძლობდეთ ეგება მარა ალალია, მიირთვით, ბუირუნ სტუმარო.."

ღმერთო აცოცხლე, ამრავლე, სიკეთეში და სიხარულში ამყოფე ეს მშრომელი, წესიერი, ალალი გულის ხალხი.

როგორც დიდნენემ თქვა გუშინ მისდა: " გამჩენელო საბრი (გაძლება) და ძალა მომეც მენაც და სხვასაც.."

ერთიმეორეზე სასწაულ ამბვებს აჭარიდან ნელ- ნელა მოგაწვდით დიდი და დიადი გეგმები გვაქვს. ("ტყულაი კიარ ვბლაყუნობ..")

#GardeiaShevardnadze
ფოტოები გუშინდელია (თოვლიანიც) #ზაქარიაჭელიძე“, - წერს ზურა შევარდნაძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ივანიშვილს უნდა ამ ავად სახსენებელ ბანკს დაეხსნას და აძლევს დავალებას, რომ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ფულის ნაწილი სხვა ბანკში გადარიცხოს“- რას წერს რომან გოცირიძე?

🔵 „მხსნელად მოსული ბიძინა ივანიშვილის იმიჯის შელახვა - ყველაფერი ეს არამეგობრული დასავლეთის პროექტია - ახლა გაიგეთ?“ - ლალი მოროშკინა

🔵 უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა კლინიკიდან ქართული და უკრაინული დროშებით გააცილეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793544071

მსოფლიო

იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...

იური უშაკოვი

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე