საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან წარმატებით დაასრულა, - ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
„ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი გაცილებით ინტენსიური გახდა, დასკვნით ფაზაში მოლაპარაკებების პროცესში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ჩაერთო. საბოლოოდ, ავიაკომპანიასთან შევთანხმდით, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩვენ დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლა კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.
ავიაკომპანია ოპერირებას ბელგრადსა და თბილისს შორის სრული წლის განმავლობაში განახორციელებს“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16,839 მგზავრი შეადგინა. რაც 66 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1742926252
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის
ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...
1742924150
ახალი ამბებიპაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია
იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...
1742922159
ახალი ამბებიპარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმა...
1742920523
მსოფლიოირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს
ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო სა...
1742920353
საზოგადოებალატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლატვიამ ჩაანაცვლა გერმანი...