საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი ბანგლადეშის, ნიგერიის და ირანის 5 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბანგლადეშის, ნიგერიის და ირანის, ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
„ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
1747388292
საზოგადოებაალენ ბერსე - ახლა დიალოგის მომენტია, სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ კობახიძესთან და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც არსებობს ასეთი შესაძლებლობა
„არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული კანონების ევოლუცია, რაც ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ...
1747388124
საზოგადოებაპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რო...
1747385510
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: ლონდონის საფონდო ბირჟა უმასპინძლებს საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც 180-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან
ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. შესაბამისად, განხილული იქნება ის საინვესტიციო გარემო, რომელსაც ქვეყანა გლობალურ ინვესტორებს სთავაზობს, -...
1747384857
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ძირეულ ეროვნულ ინტერესებს
გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, - ამის...
1747384621
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გახარია ცდილობს, აჩვენოს, რომ რიგითი „ნაცი“ არ არის, მცდელობაა, ქართულ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს და მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდოს, რაც არ გამოუვა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას მცდელობა აქვს, ქართულ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს და მხარდა...