შალვა პაპუაშვილი: ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირის წინაშე არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მზარდი ან ჭარბი მიგრაციული ნაკადები არ დავუშვათ

ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირის წინაშე, რომ არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში მზარდი ან ჭარბი მიგრაციული ნაკადები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომ უკანონო მიგრაცია არ იყოს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ყოფნის ვადა აქვთ გადაცილებული, პარლამენტმაც ამიტომ მიიღო კანონმდებლობა, რომ უფრო გაადვილდეს დეპორტაცია. ეს მთლიანად მსოფლიოსთვის ზოგადი გამოწვევაა და მათ შორის ეს ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირის წინაშე, რომ არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში ჭარბი მიგრაციული ნაკადები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

2 ივლისს, პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752597165

მსოფლიო

კაია კალასი აცხადებს, რომ ძალიან დამწუხრებულია, რადგან ევროკავშირმა დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება ვერ შეძლო

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ბლოკმა დღეს ვერ შეძლო რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება. ბრიუსელში ევროკავშირის საგა...

კაია კალასი

1752594447

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან...

შალვა პაპუაშვილი

1752593085

საზოგადოება

საქართველოსა და კორეის ცენტრალურ ბანკებს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი იწყება

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. სიახლე, ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამი...

საქართველოს ეროვნულ ბანკი

1752592925

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია

„უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - ამ...

ლევან მახაშვილი

1752592132

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადავიდა 24 საათიან რეჟიმზე, მოხდა კომუნიკაცია თითოეულ ოჯახთან, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად თითოეული ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედია იყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენ...

ირაკლი ბენდელიანი