შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია, რეზოლუციას, რომელშიც სიცრუე იწერება, მხარდაჭერა არ ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეზოლუციაში როდესაც სიცრუე და დეზინფორმაცია იწერება, ამას არ ექნება საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა.
„სიცრუე და დეზინფორმაცია სადაც იწერება, იმ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. თავად დოკუმენტს ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონი და უკრაინის დელეგაცია, ცნობილი ჯგუფები – პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდათ, დააზიანონ ქართველი ხალხი. მაგრამ ვხედავთ, რომ მათი მცდელობით, ჩაიწერა ნახევარი წინადადება, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებოდა. ასე რომ, ესეც ცალკე ამბავია. დეზინფორმაციას ავრცელებს სხვადასხვა მედია. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. ჩვენ გვიწერდნენ რეკომენდაციებში დეზინფორმაციის არდაშვებას, თავად ფულს უხდიან ორგანიზაციებს, რომლებიც ტყუილსა და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მერე კიდევ გვეუბნებიან, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედია. სამწუხაროდ, დღეს დეზინფორმაცია დაფინანსებულია მათ შორის ევროკავშირის საელჩოს მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა, რომ არა ჯო უილსონისა და უკრაინის დელეგაციის მიერ შეტანილი წინადადება, მხარდაჭერას მიიღებდა.
„რაც შეეხება დოკუმენტს, მის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებაც შევიდა. ჩვენი დელეგაციის ინიციატივა იყო, რომელიც გაითვალისწინეს ტექსტის ავტორებმა, ამ მხრივ, მთლიანად რეზოლუცია მეტ-ნაკლებად მისაღებია. რომ არა ეს ერთი მავნებლური წინადადება, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო უილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა. ჩვენი ინიციატივა იყო ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი, ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ, რათა მოვუწოდოთ ყველას, აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1751628800
ახალი ამბებიკულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარ ქორეოგრაფ ჯორჯო მადიას და ცნობილ სცენოგრაფ დომენიკო ფრანკის შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თათა სვანიძესთან ერთად, ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარ ქორეოგრაფ...
1751625216
ახალი ამბებისაგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, ოქრუაშვილს რვა თვით პატიმრობა მიესაჯა, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი გამოცხადდა. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, ოქრუაშვილს რვა თვით პატიმრობა მიესაჯა, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავებ...
1751625077
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჯო უილსონმა მისი მხარდამჭერების დახმარებით მაინც შეაპარა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში მცირე ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოში ახალი არჩევნების საკითხს, რის გამოც მხარი არ დავუჭირეთ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება, „ქრონიკასთან“ ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, თითქოს, ქართულმა მხარემ,...
1751624195
ახალი ამბებიგენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმყოფება
გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმყოფება. ის გამოძიების კითხვებს მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმის ფარგლებში ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმას...
1751623283
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს
5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ს...