ირაკლი კობახიძე: ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ახალგაზრდების იდეოლოგიურად მოწამვლას, იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს, ეს არის ე.წ. ლიბერალური ხაზი

ვიღაცებს სურდათ საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც იგივე ხელით არის დალაგებული ვინც ჩვენ გვედავება დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარი არის, რომ სახელმწიფო ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

„აღრიცხვაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეფექტურად ებრძოლო ნარკომანიას. ეს არის პრობლემური საკითხი. ამასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციაც არ აქვს მკაფიოდ სახელმწიფოს. ყველა ამ მიმართულებით გვექნება შედეგები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიღაცებს სურდათ საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც არის ლიბერალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ესეც იგივე ხელით არის დალაგებული ვინც ჩვენ გვედავება დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ვინც ცდილობს იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს. ეს არის ე.წ. ლიბერალური ხაზი. აქაც ვერ ვიქნებით ჩვენ ვერც ტოლერანტები და ვერც გულხელდაკრეფილი, აქაც დაგვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751573797

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...

ირაკლი კობახიძე

1751572516

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ

„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...

ირაკლი კობახიძ

1751572471

საზოგადოება

პრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...

პრემიერიპრემიერი

1751572386

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება

ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...

ირაკლი კობახიძე

1751572355

საზოგადოება

პრემიერი: კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე - ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა „დიფ სთეითის“ მიმართ

ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება...

ირაკლი კობახიძე