შალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ

„ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აცილებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციას, რომ ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ ეთხოვა წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“.

„ცილისწამება - „ცრუ ბრალდებების ან დამახინჯებული ცნობების გაჟღერება, რაც სხვას ცილს სწამებს და მის რეპუტაციას აზიანებს“ (მირიამ-ვებსტერის ლექსიკონი).

როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას „სიტყვის კონითაც“.

ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აცილებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795724473

საზოგადოება

გია ვოლსკი: ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია

ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე...

გია ვოლსკი

1795723488

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე?

რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, უცხოელ პოლიტიკოსებს...

გიორგი ვოლსკი

1795722981

მსოფლიო

სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება

სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ სერბეთის პარლამენტის  ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდარ ჩუპიჩმა განაცხადა. აღნიშნული...

სერბეთის არჩევნები

1795720456

სპორტი

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთს ამარცხებს

ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მიმდინარეობს. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშიც თანაბარია და...

საკალათბურთო ნაკრები

1795719326

ახალი ამბები

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გულშემატკივრებმა სტადიონის ინვენტარი დააზიანეს. სამართალდამცვ...

 თურქეთის „ბეშიქთაში