ნინო წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები - ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას

ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოდიან და სააკაშვილს, თუ გადატრიალების მცდელობაში მონაწილე დამნაშავეებს პოლიტპატიმრებად აცხადებენ, არ იქნებიან შორს სწორედ ასეთი დაფინანსებებისგან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რომელმაც USAID-ის მიერ გასაჯაროებულ ფაილებზე გააკეთა კომენტარი. მან ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციაც შეაფასა.

წილოსანის თქმით, USAID-ის მიერ გასაჯაროებული ფაილები პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები და სხვადასხვა პოლიტიკოსი საქართველოს წინააღმდეგ სწორედ ასეთ მეთოდებს იყენებდნენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენდა სამწუხაროდ, 4 ოქტომბრის გადატრიალების, თუ ნებისმიერი სხვა გადატრიალებისა, თუ არეულობის სცენარების უკან დგას სწორედ ევროპული ბიუროკრატიის ის ნაწილი, რომელმაც, მაგალითად, დღეს ევროპარლამენტში მიიღო რეზოლუცია, სადაც სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები. ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ ხელს აწერენ, რომ 4 ოქტომბრის გადატრიალების შემოქმედნი არიან. აქამდე ჩვენ გვერდს ვუვლიდით და რბილად ვამბობდით, რომ დაგმონ 4 ოქტომბერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი კავშირი 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებთან აშკარა იქნება, თუმცა ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას.

ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოდიან და სააკაშვილს, თუ გადატრიალების მცდელობაში მონაწილე დამნაშავეებს პოლიტპატიმრებად აცხადებენ, არ იქნებიან შორს სწორედ ასეთი დაფინანსებებისგან. შესაძლოა, ჩვენ ახლა ამ ფაილებში კონკრეტული გვარები ვერ აღმოვაჩინეთ, მაგრამ, მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ ჰოლივუდის არაერთი ცნობილი მსახიობი ვიცით, რომელთაც სწორედ USAID უხდიდა თანხას, რათა ჩასულიყვნენ უკრაინაში, კიევში და ეს ერთიანი კამპანიის ნაწილი გამხდარიყო“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795701520

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პრო...

შალვა პაპუაშვილი

1795700506

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად, იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად რჩება. 2025 წელს საქართველომ 7,8 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4,7 მილიარდ აშშ დოლა...

ირაკლი ნადარეიშვილი

1795699743

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო...

მარიამ ქვრივიშვილი

1795699608

ახალი ამბები

ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.   აჭარის მთავრობის ცნობით,...

ზურაბ პატარაძე

1795698752

საზოგადოება

კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან დამოკიდებულებას და მოლაპარაკებების გამჭვირვალობას. როგორც დღეს კახა კალა...

კახა კალაძე