შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე, რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად

„აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე. რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელსაც უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად და ვხედავთ, თუ რა ანატომია ჰქონდა სინამდვილეში ამ რეჟიმს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა, როდესაც საგამოძიებო კომისიის შესახებ საუბრობდა.
„სულ რამდენიმე დღეა, რაც აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია. ჩვენი საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს იმ ჩვენებებს, რომლებსაც სხვადასხვა მოქალაქე აძლევს კომისიას. უკვე ამ დღეებში ჩვენ რაც ვნახეთ, ჩანს ის მძიმე სურათი, რომელიც სპორადულად, ფრაგმენტულად ვიცოდით, ზოგს შეიძლება მეხსიერებაშიც აღარ ჰქონდა, განიახლა ამით საკუთარი მეხსიერებაც და აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე. რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელსაც უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად და ვხედავთ, თუ რა ანატომია ჰქონდა სინამდვილეში ამ რეჟიმს.
რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. მოვისმინეთ ჩვენ ისტორიები, თუ როგორ იყენებდნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებას, ისე საბანკო სისტემას იმისთვის, რომ ეიძულებინათ ბიზნესმენები, დაეთმოთ საკუთარი ბიზნესები სხვათა სასარგებლოდ. ამ დღეებში ვისმენთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, თუ როგორი ქაოსური იყო მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებები. ვნახეთ, პოლიტიკის ჩარევა სამხედრო გადაწყვეტილებებში, ვნახეთ, თუ რამდენად მოღალატეობრივი იყო საერთო ჯამში პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები. მოვისმინეთ ისტორიები იმასთან დაკავშირებით, რაც მანამდეც გვსმენია, რამდენად უყურებდნენ ისინი ომს, როგორც პიარს და არა როგორც ველს, როდესაც მნიშვნელოვანია სწორი სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება. მოვისმინეთ კოდორთან დაკავშირებით, სადაც, ფაქტობრივად, უბრძოლველად მიატოვეს ხეობა, წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით იყო უზრუნველყოფილი მისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფაქტობრივ და სამართლებრივ სივრცეში ყოფნა.
ეს ისტორიები ჯერ კიდევ გაგრძელდება. ასე რომ, ამანაც გამოაჩინა, რომ იგივე ძალა სხვადასხვა კონფიგურაციით შემდეგ როგორ აგრძელებდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას. ვისმენთ ისტორიებს, მაშინ საბანკო სექტორში მყოფი ხაზარაძე როგორ არეკეტებდა ბიზნესებს, როგორ იყენებდნენ მას სწორედ რეკეტისთვის და დღეს იგივე ხალხი არის პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი ქოლგის ქვეშ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს, როგორც განგრძობითი დანაშაული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა მათი ხელისუფლებაში ყოფნის და არყოფნის დროს იქნას შესწავლილი და შეფასებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1743431537
ახალი ამბებიმაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესო...
1743429928
საზოგადოება2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 4.4% შეადგინა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს. 2024 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 614 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაშ...
1743429083
საზოგადოება„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება. მოწოდება ფიზიკური...
1743428969
საზოგადოებაილია მეორე - სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს და საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა
„გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს“, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტ...
1743426659
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7648 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7673 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...