ნათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე, რაც მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის როლს, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან ფართოვდება და მოიცავს როგორც საპენსიო ფონდის საინვესტიციო, ასევე ადმინისტრაციული, საოპერაციო და სხვა ფუნქციების ზედამხედველობას.
„ჩვენი, როგორც ზედამხედველის, მთავარი მიზანია საპენსიო ფონდის მონაწილეთა დანაზოგების უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად საიმედო მარეგულირებელი გარემოს შექმნა. მიგვაჩნია, რომ დღემდე საპენსიო სააგენტო წარმატებით ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და მტკიცედ გვწამს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო შედეგების წლიური შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა. ერთ-ერთი პანელური დისკუსია „კარგი მმართველობის ჩარჩოს“ თემას მიეძღვნა. პანელზე ეფექტური მმართველობის მნიშვნელობასა და როლზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო საქმიანობის შედეგად საპენსიო ფონდის აქტივები 6 მლრდ. ლარს აღემატება, ამონაგები კი 1.4 მლრდ. ლარს აჭარბებს.
1743530218
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?
მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...
1743523722
მსოფლიოაშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან
აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დ...
1743521275
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...
1743520361
ახალი ამბებილევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...
1743519323
საზოგადოებაგია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!
რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...