შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში წარმატებით ვითარდება.

აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა შალვა პაპუაშვილის ნაყოფიერ ოფიციალურ ვიზიტზე თურქმენეთში, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა თურქმენეთის ტრადიციული, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე.

ასევე, ხაზი გაესვა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30-ე წლისთავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ გამოხატა თურქმენეთის აღნიშნული სტატუსისადმი მხარდაჭერა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის „თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტი“ თანასპონსორობის ინიციატივით.

შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებსა და საკანონმდებლო ორგანოების ადმინისტრაციების შორის. თურქმენეთის მხარემ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ქალ დეპუტატთა და ახალგაზრდა დეპუტატებს შორის კავშირების გაძლიერების სურვილს.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები.

თურქმენეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745401348

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე - როცა სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეს არის შანტაჟის მცდელობა

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შესრულდეს, – ამის შესახებ პარ...

არჩილ გორდულაძე

1745398994

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მა...

თამარ ზოდელავა

1745396629

საზოგადოება

ირაკლი ფავლენიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარება

ეუთოს გენმდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარება, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა. მისი...

ირაკლი ფავლენიშვილი

1745395774

ახალი ამბები

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება - განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიაში, 5 მარტიდან დღემდე, 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა“, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთა...

თბილისის მერია

1745394007

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: თუ ახლა მივიღეთ საბჭოთა კავშირის ნაცვლად ისეთი ევროკავშირი, რომელიც რეალურად ჩვენ აქ დაგვიწესებს როგორ უნდა ვიცხოვროთ, მაშინ რა არის მათ შორის განსხვავება?

ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის თემით შანტაჟზე საუბრობს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის რომ ევროკავშირი შანტაჟის ენით...

გურამ მაჭარაშვილი