ირაკლი ფავლენიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარება

ეუთოს გენმდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარება, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, ყველასთვის არის გამოწვევა დემოკრატიული სისტემების ცვლილება ავტოკრატიულისკენ.

„ეუთოს გენმდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარება და სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმი იმ ლეგიტიმაციას და იმ აღიარებას ვერ აღწევს, რასაც ესწრაფოდა დასავლურ სამყაროში. ასეთი იზოლირებული და სანქცირებული ხელისუფლება არ ჰყოლია საქართველოს მისი უახლესი ისტორიის განმავლობაში. ეუთო-ოდირის დასკვნაშიც იყო აღნიშნული ის დარღვევები, რომელზედაც საუბრობდა, მათ შორის ოპოზიცია თუ არასამთავრობო სექტორი. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სადაც გაცხადებული კურსი შეიცვალა, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ადამიანები აწამეს. იმისთვის, რომ კარგად აანალიზებდე ქვეყნის სიტუაციას, უფრო კონკრეტულად უნდა აღიქვამდე პროცესს და საარჩევნო პროცესი არ არის საკმარისი დასკვნების გასაკეთებლად“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტით იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია