„სიმამრს ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა, სიმამრს - 1961 წელს დაბადებულ თ.მ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის მეუღლესაც, 1979 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.
სამართალდამცველებმა ბ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას, „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს, რომელიც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1750339326
სპორტიგურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი,...
1750338677
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7270 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7276 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750338072
მსოფლიობუდაპეშტის ლიბერალი მერი: აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში პრაიდის მსვლელობა გაიმართება
„ბუდაპეშტის მერია 28 ივნისს ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობას ჩაატარებს და დღის მთავარ ღონისძიებად აქცევს“, - წერს Facebook-ზე ქალაქის ლიბერალი მერი გერგეი კარაჩონი. მან პირობა დადო, რომ მიუხედავად წინააღ...
1750337177
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე - ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. „საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო…თვითმმართველობის არჩ...
1750336659
სპორტიგურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი...