სოზარ სუბარი პრემიერს: ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვებით მიმართა.
სოზარ სუბარმა ისაუბრა ენერგეტიკული პროექტების შესახებ, რომელთა განვითარებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელია.
„ბატონო პრემიერო, ცოტა ხნის წინ თქვით, რომ ვიღაცებს მოეჩვენათ, თითქოს საქართველო არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ენერგეტიკულ პროექტებში თავისი პოლიტიკა გაატაროსო. ვფიქრობ, რომ სწორად მოეჩვენათ, რადგან ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები და ობიექტები გავაჩერეთ, რომელთა გაჩერებაც გრძელ ვადაში საქართველოს სახელმწიფოს ურტყამს.
როცა ეკონომიკის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, მალე იქნება ის ზღვარი, როცა ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ არ გვექნება შესაბამისი ენერგეტიკული ბაზა. გავაჩერეთ ისეთი პროექტები, რომელიც შესაძლოა, არ იყო ძალიან დიდი და მასშტაბური, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ეკონომიკისა და კონკრეტული რეგიონისთვის, ამავდროულად კი, გარემოში მხოლოდ მინიმალურ ჩარევას ითვალისწინებდა. შესაბამისად, არასწორი პოლიტიკა და არასაკმარისი ძალა აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის, თუნდაც, იმ მხრივ, რომ მოსახლეობისთვის აეხსნა, თუ რა იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.
ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა მასალები, სადაც გამოჩნდა, რომ მილიარდობით დოლარს ხარჯავდა ევროკომისია, თუნდაც ევროპაში, ევროპის მართლა მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ენერგეტიკული პროექტების განსავითარებლად. არ გამოვრიცხავთ, ბუნებრივია, რომ საქართველოშიც მსგავსი ჩარევა ხდებოდა. შესაბამისად, ცოტა ნათლად, რომ დაგვანახოთ სურათი - რა სტრატეგია გვაქვს მომავალში, რადგან, ენერგეტიკის განვითარება უნდა იყოს ეკონომიკის მთლიანი განვითარების საფუძველი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სადაც სახელმწიფოს დასჭირდება კონკრეტული, ეკონომიკური ობიექტის აშენება, ის ობიექტი აშენდება.
1751046524
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე უკანონო მიგრაციაზე: მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ჯარიმების ზრდა იმ უცხოელებისთვის, ვინც ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს არღვევს
„მიმდინარე წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული და უფრო მეტი პირის გაძევება მოხდა ქვეყნიდან“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარა...
1751044378
სპორტიილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 29 ივნისს ლას ვეგასში 28 წლის ქართველი მებრძოლი 35 წლის ბრაზილიელს, ჩარლზ ოლივეირას შეხვდ...
1751042136
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: როცა ელჩები ერევიან საარჩევნო პროცესებში, მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მიიღონ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც გარე დაკვეთისთვის იქნება მისაღები, ვფიქრობ, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო
„თუ საჭიროა, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო. გთხოვთ, უფრო პრინციპულები იყოთ და პრინციპულობა არ გამოიხატებოდეს მხოლოდ სათქმელში“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხ...
1751038814
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა მოვისმინეთ
„ქვეყნის ლიდერი დღეს ჩვენ საქმეზე გველაპარაკებოდა და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინოთ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა. ჩვენ დღეს საქმეზე ორიენტირებული მოხსენება მოვისმინეთ...
1751038020
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას, მთავარი ამოცანაა ეროვნული ინტერესების გატარება, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრმა ბიუროკრატმა ვერ გვაპატია
„ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ო...