ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას, მთავარი ამოცანაა ეროვნული ინტერესების გატარება, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრმა ბიუროკრატმა ვერ გვაპატია

„ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა, ეროვნული ინტერესების გატარება და მშვიდობის შენარჩუნებაა ქვეყანაში.
„ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ 2030 წელს, როგორც თვითონ ევროკავშირსაც აქვს დაანონსებული, დაიწყება გაფართოება. ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს.
2028 წლის ბოლოსთვის გვექნება შესრულებული 90%-ზე მეტი. ეს არის ძირითადი გზამკვლევი, რამაც უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირამდე. დანარჩენი - ძლიერი ეკონომიკა არის ამის მთავარი წინაპირობა, ხოლო ის გეოპოლიტიკური კონტურები, რომელიც დღეს გამოკვეთილია, თავიდან ბოლომდე იცვლება.
ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას. მთავარი ამოცანა და დღის წესრიგი არის ეროვნული ინტერესების გატარება, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრმა ბიუროკრატმა ვერ გვაპატია.
მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი, ვიდრე არის დღეს.
ვატარებთ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. იგივე ის კანონები, რომლებიც ვიღაც-ვიღაცებმა დაგვიწუნეს, რადგან არ აწყობთ თანხების გამოაშკარავება, რომელიც უცხოეთიდან ხმარდება რევოლუციების დაფინანსებებს და ა.შ.“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
1751035991
ახალი ამბებიპროკურატურამ სოფელ კაბალში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...
1751035452
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ჯერ ვერ აღიქვამენ იმას, რომ „ლელოც“ და ბატონი გახარიას პარტია იგივე ძალებს ემსახურებიან და ფსონს მათზე აკეთებენ
ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის - როგორც დაუგეგმავენ, ისე მიიღებენ მონაწილეობას. თუ ეტყვიან, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ამ არჩევნებს, არ მიიღებენ მონაწილეობას, რასაც ისინი აცხადებდნენ თვეების განმავლობაში...
1751035331
საზოგადოებაორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინის...
1751034450
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: განვითარებად ქვეყნებში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ასე რომ, ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში ეს საკითხი არ არის
„როცა ვსაუბრობთ დემოგრაფიაზე, ეს არ არის მხოლოდ დემოგრაფიული აღწერა - რამდენი დაიბადა თუ გარდაიცვალა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ქვეყანაში შობადობა დაბალია, ეს სამწუხაროდ ნამდვილად ასეა,...
1751030792
საზოგადოებაპრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება
ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...