სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმებას და მიზნად ისახავს მათი უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივ მოწესრიგებას.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მიკერძოებული ტელევიზიის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობის მიზნით არასრულად და დამახინჯებულად გაჟღერდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით დებულებებში ასახული ცვლილებების განმარტება, კერძოდ, თითქოსდა პირადი სრული შემოწმებისას ერთდროულად მთლიანი სხეულის გაშიშვლება ამ დრომდე წარმოადგენდა გავრცელებულ პრაქტიკას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას სრული (ერთდროულად მთლიანი სხეულის) გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ რიგი დაწესებულებების დებულებებით მოწესრიგებული იყო სრული გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვა, ხოლო მიმდინარე პერიოდში სრულად იქნა მოწესრიგებული ყველა დაწესებულების დებულების შესაბამისი ჩანაწერი.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის დათვალიერებით. ბრალდებული/მსჯავრდებული თავად ირჩევს მისთვის მისაღებ შემოწმების საშუალებასა და ფორმას, რაც მათი გარანტირებული უფლებაა.
გვსურს განვმარტოთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც განაგრძობს მუშაობას ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1749883918
მსოფლიოირანის ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე რადიაციის გაჟონვა დაფიქსირდა
ირანში მდებარე ნათანზის ბირთვულ ობიექტზე რადიაციის გაჟონვა დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც დაადასტურა. ინფორმაციას Deutcche Welle ავრცელებს. როგორც ატომური ენერგიი...
1749847259
მსოფლიორაფაელ გროსი: ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსის განცხადებით, ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია. „ამჟამად ირანის ხელისუფლება გ...
1749846342
მსოფლიოირანის ბოლო დარტყმების შემდეგ, ისრაელის საავადმყოფოებში 34 ადამიანი მკურნალობს - მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ
ისრაელის საავადმყოფოებში 34 ადამიანი მკურნალობს. ირანის ბოლო დარტყმების შემდეგ, ისრაელის საავადმყოფოებში სულ 34 ადამიანი მკურნალობს - ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პაციენტებს სხვადასხვა სახის დაზიანებ...
1749845523
მსოფლიოCNN: აშშ ისრაელს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა
ისრაელური წყაროების ცნობით, აშშ ისრაელს პარასკევს საღამოს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა. CNN-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რეგიონის სხვა ქვეყნებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის საჰაერო თავდაცვ...
1749844815
მსოფლიოCNN: ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები
ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები. ამის შესახებ CNN-ს ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა....