თამარ ზოდელავა: რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, სახელმწიფოს ჰქონოდა სრული მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება
„ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს შევთავაზოთ სამართლებრივი ჩარჩო და დაცვის მაღალი მექანიზმი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შესთავაზა „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა ბიზნესს, გახლავთ სტანდარტული წესდება და 146.500-ზე მეტი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა, სწორედ სტანდარტული წესდების გამოყენებით. ეს წესდება არეგულირებს ნებისმიერ საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაცვისთვის. ამასთან, ის ზოგავს იურიდიული მომსახურებისას ხარჯებს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
თამარ ზოდელავას ინფორმაციით, ყოველმა მესამე ბიზნესსუბიექტმა სწორედ სტანდარტული წესდება გამოიყენა საკუთარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.
„დღეის მდგომარეობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან დარეგისტრირებულია 430 000-ზე მეტი მეტი ბიზნესსუბიექტი, მათ შორის, 82 000-მა მოიყვანა შესაბამისობაში თავისი სარეგისტრაციო მონაცემები ახალ კანონთან“, – განაცხადა მან.
თამარ ზოდელავამ რეფორმის მიზნებიც განმარტა: „რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სრული და სანდო მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში, და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება, პროექტები და პოლიტიკური მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ბაზრის დივერსიფიკაციას“.
1794199519
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...
1794169243
საზოგადოებაზაზა შათირიშვილი: კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, ევროპა მათ მეტყველებაში ნიშნავს დაახლოებით აღთქმული მიწა ან ზეციური იერუსალიმი
კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც რელიგიური ტერმინი, ევროპა მ...
1794166688
მსოფლიოპოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო
პოლონეთის პროკურატურამ, 7 ნოემბერს კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ტერორისტული ხასიათის დანაშაულის“ მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი 2002 წელს დაბადებული კაცია, რომელიც, გამ...
1794164908
საზოგადოებაუკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია
„ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ...
1794162359
საზოგადოებაგური სულთანიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ეთერში ხელყუმბარა ჰქონდათ შეგდებული და „იმედი“ დაარბიეს, ეს ხალხი როდესაც საუბრობს მედიის მიტაცებასა და მედია თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალიან სასაცილოა
„ჩემი სტუდენტობის პერიოდში სოციალური ქსელები არ არსებობდა და ტელევიზია და „მეინსტრიმული“ მედია იყო მთავარი საშუალება. დატოვეს მარტო „კავკასია“, ესეც იმიტომ, რომ ოპოზიციონერი თუ იყავი, „კავკასიისთვის“...




























