უკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია

„ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია“, - განუცხადა „იმედის კვირას" უკრაინელმა ჟურნალისტმა იანინა სოკოლოვსკაიამ კიევთან ახლოს აღმოჩენილი სახლის შესახებ, სადაც, სავარაუდოდ, უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.

მისივე თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნების ჩატარების ეშინია.

„ბუდანოვმა განაცხადა, რომ მსგავსი შენობები უკრაინაში მრავლად არის და ამ განცხადებამ მე დამთრგუნა. ახლა ნათელია, რომ უკრაინაში სრული განუკითხაობაა, კანონები არ მოქმედებს, მხოლოდ ომია გარშემო.

ეროვნულმა გვარდიამ კიევის სიახლოვეს მდებარე დასახლებაში ეს შენობა გაურკვეველი გზით გადაიბარა. ამ შენობაში დიდი სარდაფია გაშენებული, მიწის ქვეშ ორ სართულზე. ამ სარდაფში კი გამომწყვდეული ჰყავთ 18 ადამიანი. არავინ იცის, თუ რა კანონის საფუძველზე იყვნენ ეს ადამიანები პატიმრობაში. ოთხი მათგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. შენობაში მიაგნეს 14 წლის ბავშვსაც.

ზელენსკის არჩევნების ჩატარება არ სურს, მას ეშინია. არჩევნების ჩატარებისკენ კი მას ტრამპი მოუწოდებს და არა მარტო. არჩევნების ჩატარება სურს უკრაინელ ერსაც. ასე გაგრძელება როდემდე შეიძლება? უკრაინელთა მოთხოვნა კი, რომ არჩევნები ჩატარდეს, ზელენსკიმ რუსულ დეზინფორმაციად შერაცხა. არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. კენჭისყრის გარეშე ამდენი ხნით ძალაუფლების ფლობა არც ერთი უკრაინული კანონით გათვალისწინებული არ გახლავთ“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794145684

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია

„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამ...

ირაკლი კობახიძე

1794142945

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყა...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1794140522

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით, პრაღაში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პრაღაში დაგეგმი...

შალვა პაპუაშვილი

1794139252

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა სამშაბათიდან გაგრძელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის დაწყება ერთი დღ...

არჩილ გორდულაძე

1794138016

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალზე ვიზიტორებისთვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის

„უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავ...

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენ