თბილისსა და ბათუმში ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს - ერთი ბათუმში, ერთი თბილისში. დაკავებულია სამი ადამიანი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა", - წერია განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ გამოძიების პროცესში, აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1712903525

ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ლაზარე გრიგორია...

ზოგადი

1712901862

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოლაპარაკებებს აპირებთ, დღის პირველ ნახევარში უნდა დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, გარემოებების ან ვიღაცის გავლენით განწყობა გაგიფუჭდეთ. გამორიცხული არ არის...

ჰოროსკოპი

1712824260

ახალი ამბები

1 789 440 ლარის მიზნობრივი აგროკრედიტი აიღეს, თანხა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს - 26 პირის მიმართ დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26...

ზოგადი

1712820540

ახალი ამბები

ამოღებულია 5023 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - შემოსავლების სამსახური

გამოვლენილია აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე ტრანსპორტირება/შენახვის ფაქტი - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ა...

სიგარეტი

1712816631

ბიზნესი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

10 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.48 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6729 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფო...

ბიზნესი