თბილისში დღეს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ იმართება
დღეს თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ იმართება.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნითი ნაწილის შემდეგ, გაიმართება თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ეკონომიკის განვითარების და ციფრული დიპლომატიის საკითხებზე.
თემატური პანელის – „ქართული ენის კონფერენცია“ ფარგლებში, მომხსენებლები ისაუბრებენ საზღვარგარეთ ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მისი გაუმჯობესების გზებზე, არსებულ გამოწვევებზე, ასევე, უცხოეთში სწავლის სპეციფიკის გათვალისწინებით, საკვირაო სკოლებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელოების დახვეწისა და სრულყოფის საჭიროებებზე.
პანელს მოდერაციას გაუწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი.
პანელზე – „ეკონომიკა და ბიზნესი – ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, მონაწილეები განიხილავენ საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის მხარდამჭერ ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებს, ასევე საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენების გზებს.
თემატური პანელის „კულტურული დიპლომატია“ ფარგლებში, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შორენა ციცაგი, ყურადღება დაეთმობა კულტურულ დიპლომატიაში ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლს, აგრეთვე, ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წვლილს. პანელზე – „ციფრული დიასპორა“ მომხსენებლები განიხილავენ იმ ინოვაციურ მიდგომებს და ახალ ტექნოლოგიებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება დიასპორასთან მდგრადი თანამშრომლობა და უწყვეტი კომუნიკაცია.
საუბარი შეეხება სოციალური მედიის, დიასპორის ციფრული ინიციატივების, დიასპორული პორტალებისა და ბლოგების გამოყენების მნიშვნელობას ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში.
ასევე საქართველოს, როგორც ევროპული ღირებულებებისა და ევროპული კულტურის ქვეყნის შესახებ ფართო საზოგადოებრივი აზრის შექმნის შესაძლებლობებს.
პანელს მოდერაციას გაუწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ვეკა მოდებაძე.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დიასპორული პროგრამის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ მონაწილეთათვის გაიმართება ტრენინგი ციფრული კომუნიკაციების შესახებ.
დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.
ცნობისთვის, წლევანდელ ფორუმზე "ექსკლუზივ ტვ"-ს იტალიის ბიუროს რედაქტორი და გადაცემა "ნინას ესპრესოს" ავტორი ნინა მამუკაძე არის მიწვეული, რომელიც ფორუმზე სიტყვით გამოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1780489958
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა და 2026 წლისთვის ის 6%-ით განსაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილ...
1780489565
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის პროცესი დაძრულია, იმედია, სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმება გაფორმდება, რომელშიც მთავარი საკითხი ურთიერთსარგებლის მიღება იქნება
ამერიკასთან გადატვირთვის პროცესი დაწყებულია, ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკაა, პროცესი უკვე საკმაოდ იმედისმომცემია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხ...
1780487723
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - დესტრუქცია, რომელიც ოპოზიციამ საქართველოს წინააღმდეგ აწარმოა, შიდა დესტრუქციაში გადაიზარდა, პიროვნული დაპირისპირებაც ამის გამოხატულებაა
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში შიდა დესტრუქცია კიდევ უფრო გამძაფრდება. ქადაგიშვილის თქმით, ამის გამოხატულებაა პიროვნული დაპირისპირებაც....
1780486499
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში რძისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ნ.ბ-ის (მისამართი: აბაშა, თავისუფლების N67) ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას დადგინდა რომ ბიზნესო...
1780484636
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნებოდა სამართლიანი დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს რადიკალიზაცია, პოლარიზაცია
სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნებოდა სამართლიანი დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, - განაცხადა განათლების,...





























