თბილისში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - დაზარალებულია 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება კი 11 მილიონ ლარს აღწევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1994 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.ც., 1986 წელს დაბადებულ მსჯავრდებულ დ.ც.-სთან ერთად, 2020-2024 წლებში, როგორც სამშენებლო კომპანია „სექტორი 7“-ის ხელმძღვანელები, მოქალაქეებთან აფორმებდნენ ხელშეკრულებებს და მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ყიდდნენ ფართებს. აღებული თანხის მიუხედავად, მათ არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულია ჯამში 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება კი 11 მილიონ ლარს აღწევს.

სამართალდამცველებმა ა.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის წევრს, დ.ც.-ს, რომელიც უკვე სასჯელს იხდის, დამატებითი ბრალი წარედგინება“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1750343993

მსოფლიო

ირანმა აშშ-ის ბაზებზე დარტყმებისთვის რაკეტები მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი კონფლიქტში ჩაერთვება - CBS

ირანმა მოამზადა რაკეტები და აღჭურვილობა რეგიონში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები შეუერთდება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ საკითხზე ინფორმირებულმ...

რაკეტები რაკეტები

1750341955

საზოგადოება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: უცხოური დახმარების, მათ შორის USAID-ის პროგრამების ფარგლებში, ფინანსების არამიზნობრივი მოხმარების, თაღლითობისა და ფლანგვის ფაქტები ხშირი იყო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, უცხოური დახმარების, მათ შორის უმეტესად USAID-ის პროგრამების ფარგლებში, ფინანსების არამიზნობრივი მოხმარების, თაღლითობისა და ფლანგვის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

1750341884

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ყველაზე მეტად რაც ვნებს ევროკავშირს, ეს არის ორმაგი სტანდარტი - სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტი ევროპული სტრუქტურების სავიზიტო ბარათად იქცა

ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინება - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც სიძულვილის ენის გავ...

 რატი იონათამიშვილი

1750341839

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის სულიერი ლიდერი ჰიტლერს შეადარა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი “თანამედროვეობის ჰიტლერია“. „ისეთი დიქტატორი, როგორიცაა ხამენეი, რომელიც სათავეში უდგას ისეთ ქვეყანას...

ისრაელის თავდაცვის მინისტრ

1750341164

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ნატოს მომავალ სამიტზე: სანამ განცხადებებს გააკეთებენ, გადახედონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას კონკრეტულად ალიანსთან მიმართებით

„სანამ განცხადებებს გააკეთებენ, როცა გააკეთებენ განცხადებებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, გადახედონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას კონკრეტულად ალიანსთან მიმართებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...

ირაკლი კირცხალია