თეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით

 სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით და როგორ გააუბედურა მაშინდელი საშუალო ასაკის ადამიანების ცხოვრება და ოჯახები, ახალგაზრდების ცხოვრება, არასრულწლოვანების ცხოვრება, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“-ში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამართული მოსმენებზე საუბრისას.

„იმდენი საქმე შემომივიდა მაგიდაზე საქართველოდან [ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში], რომ თვეებთან ერთად ბოლოს, ასეთი ხუმრობაც კი იყო დასავლეთ ევროპელი ჩემი კოლეგებისგან, რომ წულუკიანი აღარ ჩანს ქაღალდებშიო. ყველა საქმეში იყო წამება, უბედურება, ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, მკვლელობები, უსამართლო სასამართლო, ქონების რეკეტი და ასე შემდეგ. მე ამ საქმეების გამო გადავწყვიტე რომ გადამდგარიყავი და 10 წლის თავზე დავბრუნდი საქართველოში, მაშინ, როცა დღესაც შემეძლო იქ მუშაობა, 65 წლის ასაკამდე შემეძლო იქ ვყოფილიყავი. ეს წლები მახსენდება, როდესაც საბუთებთან მუშაობით მე მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა უბედურება, ეს მძიმე მოსასმენია", - განაცხადა წულუკიანმა.

მან 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე და იმჟამინდელი ხელისუფლების სავარაუდო გეგმაზეც ისაუბრა.

„რამდენიმე სხდომის შედეგად და იმ მასალების შედეგად, რაც მე სასამართლო საერთაშორისო დავების დროს ხელთ მქონდა, ვფიქრობ, რომ სააკაშვილთან დაახლოებულმა სულ 2-3-მა კაცმა იცოდა, რა თქმა უნდა კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა, შეიძლება ადეიშვილმაც, თუ რა იყო რეალური გეგმა. გეგმა უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით, ის, რომ რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მოსახლეობა დაღუპულიყო, რაც შეიძლება მეტი სამხედრო ჩავარდნილიყო ტყვედ, რომ შემდეგ რუსეთისთვის ეთქვათ, რომ ეს არის შენი სახე. რუსეთი, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოა ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა ამის შესახებ ალბათ ფლობდა ინფორმაციას და ის მასშტაბი, რაც ამ ომმა და მახე, რაშიც ეს ჩვენი შლეგი და უპასუხისმგებლო, დამნაშავე ხელისუფლება აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანასთან ერთად, რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს კიდევ უფრო მწარედ გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების და ჯარის წინააღმდეგ “, - აღნიშნა თეა წულუკიანმა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744129203

მსოფლიო

საფრანგეთში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სოციალურ ქსელში მარინ ლე პენის საქმის მოსამართლეს დაემუქრა

საფრანგეთში, პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სოციალურ ქსელში მუქარა გამოთქვა მარინ ლე პენის საქმის მოსამართლის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. 76 წლის მამაკაცი დააკავეს...

საფრანგეთის პოლიცია

1744128689

მსოფლიო

აშშ-მა პოლონეთის აეროპორტიდან ჯარები გაიყვანა, თუმცა ისინი ქვეყანაში რჩებიან - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის ჯარები პოლონეთში რჩებიან, სტრატეგიული ჟესოვ-იასიონკას აეროპორტის დატოვების მიუხედავად. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, წერს RMF24. „ამერიკული ჯარე...

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშ

1744125842

საზოგადოება

Justin Timberlake-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია: „დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა, 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია“

Justin Timberlake-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 7 აპრილს დაიწყო. ამერიკელი მეგავარსკვლავი ათობით ათასი მელომანის წინაშე „დინამო არენაზე“ 23 ივლისს წარდგება. „დღეს Starring Georgia-სთვის კი...

Justin Timberlake

1744123051

საზოგადოება

ია მეტრეველი: საღად მოაზროვნე საზოგადოება ელოდება საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რითაც უნდა დასრულდეს ის უბედურება, რასაც ერქვა სააკაშვილის პარტია

ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.„დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და საბოლოოდ ის ბოროტი რეჟიმი, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრა...

ია მეტრეველი

1744121794

ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბუხრაშვილი...

ვახტანგ გომელაურ