ბაჩო ოდიშარია: აქტივიზმი და რევოლუციონერობის მცდელობა, საპასუხისმგებლო საქმეა, დოის გასტროლებზე და ნანკას პათეტიკებზე ამოფარება არ გამოვა, ან დგახარ გამაუპატიურებელი რეჟიმის მობრუნების ავანგარდში და ამას აღიარებ, ან ელოდები არჩევნებს

საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ ადამიანების ისეთ პირად ტრაგედიებს, ყველაზე პერვერსიული საშინელებათა ფილმის სიუჟეტებში რომ ვერ აღმოაჩენ, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია.

მისივე თქმით, ყველა აქტივისტი, რომელიც ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი „პოლიტიკოსი“ უდგათ გვერდით და ნაცები არ არიან, მაგრამ ოპოზიციის მოსვლას ლამობენ ხელისუფლებაში, ნებსით თუ უნებლიედ, მხარს უჭერენ ყველა იმ ტრაგედიის განმეორებას.

„საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ ადამიანების ისეთ პირად ტრაგედიებს, ყველაზე პერვერსიული საშინელებათა ფილმის სიუჟეტებში რომ ვერ აღმოაჩენ. რეჟიმის მიერ ახალგაზრდების სასტიკი მკვლელობები, გაუპატიურების ფაქტები, ფიზიკური წამება, ფსიქოლოგიური ტერორის ყველაზე შემაძრწუნებელი ფორმები და სხვა არაერთი მაშინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი სისასტიკე და შემდეგ ამ დანაშაულების მიჩქმალვაში მთელი სახელმწიფო რესურსის ჩართვა - სრული ცხრა წლის მანძილზე. ამის მიუხედავად, დღეს ბედავენ კონკრეტული ჯგუფები თუ სუბიექტები და ამ ყველაფრის ჩამდენ არსებებს ოპოზიციას უწოდებენ, ხმას აძლევენ, მათი მთავრობაში მობრუნებისთვის იღვწიან და ამას თავისუფლებისთვის ბრძოლას არქმევენ.

რეალურად, ყველა აქტივისტი, რომელიც ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი „პოლიტიკოსი“ უდგათ გვერდით და ნაცები არ არიან, მაგრამ ოპოზიციის მოსვლას ლამობენ ხელისუფლებაში, ნებსით თუ უნებლიედ, მხარს უჭერენ ყველა იმ ტრაგედიის განმეორებას, რაც ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ რაზე თქმაც - საგამოძიებო კომისიის მუშაობის პირობებში - რომ არ იცოდნენ ან არ ახსოვთ, აღარ გამოვა.

ამიტომ, აქტივიზმი და მითუმეტეს რევოლუციონერობის მცდელობა, საპასუხისმგებლო საქმეა, დოის გასტროლებზე და ნანკას პათეტიკებზე ამოფარება არ გამოვა, ან დგახარ გამაუპატიურებელი და მკვლელი რეჟიმის მობრუნების ავანგარდში და ამას აღიარებ, ან ელოდები არჩევნებს. სხვა ყველაფერი ლირიკაა“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744872939

ახალი ამბები

„POSTV“- ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოში დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თანაპარტიელი ფიზიკურად გაუსწორდნენ

„POSTV“- ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოში დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბესიკ ქათამაძეს, თანაპარტიელი ბონდო თედორაძე და მეგობარი, არჩილ ჯაფარიძე, ფიზიკურა...

 ოზურგეთის საკრებულოში

1744870685

ახალი ამბები

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWein Tokyo“ ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლ...

 ქართული ღვინი

1744868716

ახალი ამბები

დავითულიანი დოიაშვილის გათავისუფლებაზე: ბოლო 5-6 თვის მანძილზე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა, სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა

დავით დოიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა. დავითულიანის განმარტებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თე...

დეპუტატი

1744867822

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად - დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს?

საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,...

ირაკლი კობახიძე

1744866286

ახალი ამბები

პრემიერი: აქციებისას უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, ეს ნორმალურია?

უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...

ირაკლი კობახიძე