თეა წულუკიანი: გახარიამ მოიტანოს მტკიცებულება, რომ სანამ ჩვენი წარმომადგენელი პირადად მას ჩააბარებდა წავკისში წერილს, უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტი

„მას მერე, რაც უარი ვუთხარით ჩართვაზე, ამ მეორე მოთხოვნას ვიხილავთ რა, არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ, კომისიის მოთხოვნა არის, რომ მან 2 ივლისს უზრუნველყოს საამისოდ ტექნიკურად და ლოგისტიკურად ჩართვისათვის ნორმალური პირობები მისი მხრიდან და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას, გარდა იმისა, სანამ თავმჯდომარე არ იტყვის კომისიის სახელით, რომ ბატონი გახარიას ახსნა-განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება“, - განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გიორგი გახარიას შესახებ საუბრისას, რომელიც ითხოვს, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩართვის საშუალება მიეცეს.
წულუკიანის თქმით, მას გახარიასგან სჭირდება მტკიცებულება, რომ საზღვარგარეთ ვიზიტი მანამდე ჰქონდა დაგეგმილი, სანამ კომისიისგან სხდომაზე დაბარების შესახებ წერილს ჩაიბარებდა. კომისიის თავმჯდომარე ასევე ითხოვს, გიორგი გახარიამ წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ნამდვილად იცოდა, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ.
„არ მაქვს განცდა, რომ მოკლე სხდომა იქნება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვაა. ჯერ ერთი, მინდა აქედან მას ვუთხრა, რომ მჭირდება, მან მოიტანოს მტკიცებულება, სანამ ჩვენი წარმომადგენელი ჩააბარებდა წავკისში წერილს პირადად მას, მანამდე უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტი - ამისი მტკიცებულება მოიტანოს. ასევე, ზუსტ ფრაზას გავიხსენებ, მაგრამ აქ მან თქვა, რომ მე იქ [ჩორჩანასთან] საგუშაგო რომ დავდგი, EUMM-მაც (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია) იცოდა, ყველამ იცოდა და ყველა კმაყოფილი იყოო. ამის მტკიცებულება მოიტანოს, რომ EUMM-მა იცოდა. მოიტანოს მტკიცებულება, რომ ის შეთანხმება, რაც საქართველოსა და EUMM-ს შორის არსებობს და მესამე მხარეც ხელს აწერს, რომ ნებისმიერი ცვლილების შესახებ წარმომადგენლებში და განთავსებულ წარმომადგენლებში, იგულისხმება ადგილზე პირები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლით, სადაც არის შექმნილი სპეციალური ცხელი ხაზი და ჯგუფი, მათი გავლით უნდა აცნობო - ეს პროცედურა მან დაიცვა. ამიტომ, ეს სხდომა შეიძლება გაგრძელდეს და სულაც არ იქნება ხანმოკლე.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
1751298388
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, საპასუხოდ კი არაფერიც არ მომხდარა - 1500-მდე კაცი შეიკრიბა მხოლოდ
„ოპოზიცია გაკოტრების გზას არ ადგას, ოპოზიცია დგას უფსკრულის პირას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური...
1751296972
საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართ...
1751296087
სპორტიძაკარდო კვარასა და ქართველ ტალანტებზე: იმედია, „პსჟ“ „ნაპოლის“ შეხვდება, რადგან კვარა ნეაპოლელი ფანების ტაშს იმსახურებს, ბევრმა გუნდმა თვალი უნდა ადევნოს
ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ Tuttomercato-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან, ასევე, დაასახელა ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და წამყვანმა ევროპუ...
1751296040
საზოგადოებაანდრია ბასილაია: გამოვლინდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტები არ იყო ხელმისაწვდომი, მოხდა კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და შემუშავდა ახალი პროგრამა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება
სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება პრიორიტეტია ქალაქისთვის და ყოველწლიურად ნახევარი მილიონი თბილისელი ბენეფიციარი იღებს ამ სიკეთებს, რაც ამ პროგრამებში გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბ...
1751294449
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: კაია კალასს არ აინტერესებს რა ხდება სომხეთში და სწორად აღსრულდება თუ არა იქ სამართალი, მას მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს
კაია კალასს არ აინტერესებს რა ხდება სომხეთში და სწორად აღსრულდება თუ არა იქ სამართალი, მას მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი...