"წელს "ღირსების მარში" არ ჩატარდება" - Tbilisi Pride განცხადებას ავრცელებს

Tbilisi Pride განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე პრაიდის კვირეული გაიმართება.

მათივე ცნობით, წელს „ღირსების მარშის” ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

Tbilisi Pride-ის ცნობით, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება:

"ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება.

კინოენაზე მოთხრობილი ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის ამბავი.

რეგიონული კონფერენცია, რომელზედაც საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან.

გრანდიოზული პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.

„2022 წელს კვირეული კიდევ უფრო მეტ ლგბტქ ადამიანსა და მხარდამჭერს გააერთიანებს.

ბრძოლა გრძელდება.

გრძელდება ბრძოლა თავისუფლებამდე, თანასწორობისთვის, სიყვარულისთვის, ხილვადობისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის, წართმეული ხმის დასაბრუნებლად, ბრძოლა ჰომოფობიასთან, სიძულვილთან, რუსულ პროპაგანდასთან, ძალაუფლების უთანასწორო ღერძებთან, ბრძოლა ჩაგვრის, დისკრიმინაციის, გარიყვის წინააღმდეგ.

ეს ბრძოლა ჩვენია და უკან დახევას არ ვაპირებთ.

ეს ქვეყანა ჩვენია და არ გვინდა ქვეყნიდან გაქცევა გვიწევდეს.

2021 წლის 5 ივლისის უმძიმესმა გამოცდილებამ სრულად გააშიშვლა უმოქმედო, მოძალადე, თანაგრძნობისგან დაცლილი სისტემა, რომელიც უარს ამბობს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და საჯარო სივრციდან რიყავს ლგბტქ ადამიანებს. ჩვენ კვლავ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ახალისებს ქუჩებში მოთარეშე ძალადობრივ ჯგუფებს, არ სჯის ძალადობის მთავარ შემოქმედებს და არ აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას.

წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად.

ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

ამასთანავე, ჩვენს დღის წესრიგში დგას უმწვავესი პრობლემები, როგორებიცაა განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უსახლკარობა, გენდერის სამართლებრივი არაღიარება, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია.

თუმცა გვწამს, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლითა და თანადგომით ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით.

ჩვენ გვარწმუნებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი წინააღმდეგია, თუმცა ფაქტები ცხადყოფს, რომ მიმღებლობა ლგბტქ ადამიანების მიმართ საგრძნობლად იზრდება.

სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი!

2022 წელი იქნება იარების მოშუშების, ძალის მოკრების, სოლიდარობის, გაერთიანების, ერთმანეთზე ზრუნვის, მიღწეული შედეგების დაფასების და სტრატეგიების გამრავალფეროვნებისა და გაფართოების წელი.

ამავდროულად, კვირეული იქნება ხმამაღალი, პოლიტიკური, ემოციური, მრავალფეროვანი და თავს მოუყრის ყველას, ვისაც თანასწორობის სწამს!", – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "რეფერენდუმი აღარ ჩატარდება" - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788279677

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა

ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...

ნეპალში წყალდიდობა

1788277123

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...

ლევან ჟორჟოლიანი

1788276565

ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...

ქართულმა ოცნება

1788275376

ახალი ამბები

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1788272453

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...

მიხეილ სააკაშვილი