ცესკო: დაინტერესებულ მხარეებს ცესკოს გადაწყვეტილების მანიპულაციური ინტერპრეტაციით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ

 დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ“, - აღნიშნულის შესახებ საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამჯერად, საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი ცესკოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც, განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება, მათ შორის, ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება.

ცესკოში აცხადებენ, რომ გარკვეული პირები ცდილობენ აღნიშნულის ინტერპრეტირებას 26 ოქტომბრის არჩევნებზე თითქოსდა არსებული დარღვევების აღიარებად.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ფარულობის დარღვევებზე უსაფუძვლო ბრალდებების აღიარებას. განკარგულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად.

საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ, რომ გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას.

სწორედ ამ ფაქტების შესწავლის შემდეგ ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციების და ქმედებების პრევენციის მიზნით. თუმცა, დაინტერესებულმა მხარეებმა სცადეს, დადგენილება, რომლითაც დაზუსტდა კენჭისყრის დღის პროცედურები, დაკვირვების პროცესის შეზღუდვად წარმოეჩინათ, ხოლო განკარგულება, რომელიც ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამაგრებას უზრუნველყოფს - ფარულობის დარღვევის აღიარებად.

არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ბუნებრივია გვქონდა მოლოდინი, რომ აღნიშნული საკითხები დაინტერესებული მხარეების მიერ კვლავ გამოყენებული იქნებოდა სპეკულაციებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არასწორი აღქმების შესაქმნელად. საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის სქემა უკვე კარგად ნაცნობია - საკითხს სოციალურ ქსელში წამოჭრის დაინტერესებული პირი, შემდგომ კი თემის განვრცობა ხდება ზოგიერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის. შემდგომში, ეს ყველაფერი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეების ერთიანი მოსაზრება, რის შემდგომაც დაინტერესებული მხარეები ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის პრიორიტეტი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ყოველი მომდევნო არჩევნების კიდევ უფრო ორგანიზებულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებაა, თუნდაც ეს ორგანიზაციის დისკრედიტაციის საბაბი გახდეს.

არჩევნების მოდერნიზება უწყვეტი და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც ეტაპობრივად იხვეწება. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა 8 საპილოტე არჩევნები და თითოეულის შემდგომ პერიოდს თან სდევდა რიგი პროცედურების დახვეწა. ასე მოხდა 26 ოქტომბრის შემდეგაც. სწორედ საარჩევნო პროცესის შესწავლა/გაანალიზების შემდეგ მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნების კიდევ უფრო უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

საზოგადოებისთვის ცნობილია პროკურატურის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც არ დადასტურდა არცერთი ბრალდება, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები ავრცელებდნენ. პროკურატურაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და ახლა საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების სპეკულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ. როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეების მიზანი არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება, არამედ სპეკულაციისთვის რაც შეიძლება მეტი სივრცის არსებობაა.

საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ რჩება გაცხადებული პოლიტიკის ერთგული - არ დატოვოს უპასუხოდ არცერთი მანიპულაციური თუ ცრუ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ამომრჩეველი ან/და საერთაშორისო პარტნიორები შეიყვანოს შეცდომაში და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ტოვებდეს სპეკულაციების სივრცეს, ცესკო მიიღებს შესაბამის პრევენციულ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746097262

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტად იქცა, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გადის

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად იქცა ეს ქალბატონი და უკვე არც სიტყვებს აღარ უფრთხილდება, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გადის“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომ...

დეპუტატი ლევან მაჭავარიანი

1746096100

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას, თუ განცხადებას ჩალის ფასი აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. „ეს ის პარტიაა, რომელმაც კონფერენციაზე კრიმინალ სააკაშვილს...

ირაკლი კირცხალია

1746095554

ახალი ამბები

კახა კალაძე ოპოზიციაზე: საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები - ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად

„ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ და ლანძღავენ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის ა...

კახა კალაძე

1746095411

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადასტურებს, რომ ბოლო 4 წლის ეკონომიკური ზრდით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს

„მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადასტურებენ იმას, რომ ბოლო 4 წლის ეკონომიკური ზრდით, საქართველო ევროპაში იკავებს პირველ ადგილს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოა...

ლევან მაჭავარიანი

1746094545

ახალი ამბები

იაგო ხვიჩია: ზურაბიშვილი ტროლად ჩამოყალიბდა, ხან ერთს ამბობს, ხან - მეორეს, ისედაც თავგზააბნეულ ოპოზიციას მეტად უბნევს თავგზას

„სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ტროლად ჩამოყალიბდა, რომელიც ხან ერთ რამეს ამბობს, ხან - მეორეს, ისედაც ამ თავგზააბნეულ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უბნევს თავგზას...

იაგო ხვიჩია და სალომე ზურაბიშვილი