ცესკო: „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს
„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა სრულიად უსაფუძვლოდ და არაარგუმენტირებულად განაცხადა, რომ ცესკოში რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კანონით დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, მაშინ, როდესაც „სამართლიან არჩევნებს“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცესკოსგან არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და შესაბამისად პროცესთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ჩანს, ორგანიზაცია მისთვის უკვე ჩვეული მიკერძოების სტანდარტით, საკუთარ განცხადებაში დაეყრდნო მხოლოდ ერთი მხარის განცხადებებს და საჭიროდ არ ჩათვალა საფუძვლიანად შეესწავლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება.
სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ მიკერძოებული დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არ არის ახალი. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების შეცდომით გამოქვეყნება და დროულად არ აღიარება ამ შეცდომის, რამაც პროცესის პოლარიზაცია და რადიკალიცაზია გამოიწვია. 2024 წელს კი ასეთივე დათვლის შედეგების აღიარება, მაგრამ არ გამოქვეყნება, რამაც ასევე მთელი რიგი კითხვები გამოიწვია და ხელი შეუწყო პროცესის შემდგომ რადიკალიზაციას.
ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ არაერთი განცხადება გაავრცელა და როგორც თანამშრომლებს, ასევე საზოგადოებას განუმარტა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველი, რაც ცალსახად არსებული საჭიროებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარეობდა, დაინტერესებული მხარეები საკითხით მანიპულაციას კვლავ განაგრძობენ. საუბარი იმაზე, თითქოს თანამშრომლების გათავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის გამო მოხდა, არის შეურაცხმყოფელი ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინაიდან, ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთ დონეზე არც ერთი თანამშრომელი აღარ დარჩებოდა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული და მუდმივად იცავს უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს.
საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ეს არ არის რეორგანიზაციის პირველი შემთხვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია არსებული პრაქტიკის შესაბამისად, პერიოდულად, მათ შორის ჩატარებული საარჩევნო ციკლის შემდგომ აანალიზებს განხორციელებულ საქმიანობას და არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ცესკო იღებს სხვადასხვა, მათ შორის საკადრო, გადაწყვეტილებებს.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები. მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და პირადი თუ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ნუ შეუწყობენ ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება და მომავალშიც დაეფუძნება მხოლოდ სამართლებრივ პრინციპებს და იმ საჭიროებებს, რომელიც ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1737643179
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაჰერტის შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და...
1737640935
ახალი ამბებიქეთევან დედოფლის გამზირზე და ასევე, კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 24 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის...
1737640880
ახალი ამბებიAP: თურქეთმა და სირიამ 13 წლის შემდეგ კომერციული ავიარეისები აღადგინეს
თურქეთმა და სირიამ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნებს შორის პირდაპირი კომერციული ავიამიმოსვლა განაახლეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. პირველი რეისი სტამბოლიდან დამასკოში ავიაკომპანია Turkis...
1737640726
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
2025 წლის 23 იანვარს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან” – ამის შესახებ ინფორმაცი...
1737638535
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს. წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. „მსურს, საზოგადოებისთვის განმარტ...