ცნობილია თარიღი, როდის გაიხსენება „საახალწლო სოფელი“
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ქალაქში რაც კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით.
„ახალი წელი მოდის და დედაქალაქიც ემზადება საახალწლოდ, რათა მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. ორი დღის წინ თბილისი საახალწლოდ განათდა, ჩაირთო ილუმინაციები, აინთო ნაძვის ხე. ჩვენი დედაქალაქი ჯადოსნურად მორთულია, 21 დეკემბრიდან კი „საახალწლო სოფელი გაიხსნება“. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. იცით, რომ ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან შემოვიტანეთ „საახალწლო სოფლის“ სახით, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული სტუმრები.
ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი არასწორი განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მე არ მინდა საზოგადოების დაყოფა. ყველა ჩვენი მოქალაქეა. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ჩარჩოებში გააპროტესტონ და არა ძალადობრივი გზით, რასაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვხედავდით რუსთაველის გამზირზე. რაც ქალაქში კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან ჩვენ საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით. ყველას მოგიწოდებთ, რომ 21 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მობრძანდეთ
„საახალწლო სოფელში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ბოლო დღეებში მეწარმეების შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შესახებ, თითქოს, 200-მა მათგანმა „საახალწლო სოფელში“ მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.
„გასულ კვირაში სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია, თითქოს, 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო „საახალწლო სოფელში“, უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე. ეს არის ტყუილი. ზოგადად, წელს 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა მოთხოვნა, ვისაც „საახალწლო სოფელში“ ჩართვა უნდოდა. ცხადია, ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც წელს „საახალწლო სოფელში“ ვერ მოხვდა. რაც შეეხება იმ 200 კომპანიას, ჩვენ დავინტერესდით, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია. როდესაც დავიწყეთ გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ამ 200 კომპანიიდან მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. შემდეგ ამ 9 კომპანიამ განაცხადა უარი. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, 21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, სადაც უამრავი ღონისძიება გაიმართება.
„საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება. განთავსდება დეკორაცია/ინსტალაციები, ნაძვის ხეები, საბავშვო საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; მოეწყობა ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წელს.
რაც შეეხება აქტივობებს, როგორც გითხარით, გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საბავშვო გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1734501500
ახალი ამბებიზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია ორი თვის ბავშვი. ინფორმაცია თავდაპირველად inforustavi.ge-ზე გავრცელდა. გამოცემის ინფორმაც...
1734498618
საზოგადოებათოვლი და ქარბუქი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 დეკემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4...
1734466389
ჰოროსკოპი18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი საკმაოდ დაძაბული დღეა. გირჩევთ, მშვიდად იმუშაოთ, რადგან აჩქარება შეცდომებს გამოიწვევს და ძველ პრობ...
1734466224
სოციალური მედია„რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მომღერლობით ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ ვეძებ სტაბილურ სამსახურს“ - ნინი შერმადინი
ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მისი კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამიტომ იგი გამომწერებს მისი ცხოვრების მნ...
1734461343
საზოგადოებაროტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება
წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინ...