17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ეს დღე ცვლილებების სურვილს გაამძაფრებს, რაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. აჩქარებამ და იმპულსურობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ - ახლა ეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. გახსოვდეთ, საქმეში რამდენ ენერგიასაც ჩადებთ, იმდენი თანხა დაგიბრუნდებათ. სასურველია, რომ სამომავლო გეგმები ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ერთად განიხილოთ.

კურო

ამ დღეს შეიძლება ეჭვიანობამ და უნდობლობამ შეგიპყროთ. თქვენი სიჯიუტის გამო თქვენი დარწმუნება თითქმის შეუძლებელია. ნუ იქნებით ზედმეტად დამოკიდებული პარტნიორზე და საკუთარი ინტერესებიც გაითვალისწინეთ. გირჩევთ, კამათის დროს მოწინააღმდეგეზე ზეწოლას მოერიდოთ. სასურველი შედეგის მისაღწევად მეტი მოქნილობა და დიპლომატიური თვისებები გმართებთ.

ტყუპები

ყოველმხრივ წარმატებული დღეა. შესაძლოა, გაუმკლავდეთ პრობლემას, რომელიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა. ამ დღეს ექსპერიმენტი ძველ, გამოცდილ მეთოდზე უფრო წარმატებული იქნება. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნას ადვილად მოახერხებთ, არ დაიბნევით და კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. შეიძლება შეხვდეთ საინტერესო ადამიანს და მიხვდეთ, რომ ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობები არც ისე ცუდია.

კირჩხიბი

დაივიწყეთ ყველაფერი ცუდი, რაც წარსულში მოხდა და ყურადღება მხოლოდ მომავალზე გაამახვილეთ. სამყარო გააძლიერებს თქვენს სწრაფვას ცოდნისა და პიროვნული განვითარებისკენ. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც არ მოგეწონებათ და შეიძლება სამსახურის შეცვლა გადაწყვიტოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია, ძველი ნივთებისგან ბინის დაცლა დაგეგმოთ.

ლომი

ძალებითა და ახალი იდეებით სავსე ხართ და თუ არ იზარმაცებთ, მათ განხორციელებასაც შეძლებთ. პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ გრჩებათ, სამაგიეროდ, პროფესიულ საქმიანობაში ახალ სიმაღლეებს იპყრობთ და კოლეგებს შრომის ნაყოფიერებით აოცებთ. ამ დღეს წვრილმანები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ქალწული

ამ დღეს საშუალება გექნებათ, ოცნება აისრულოთ - ეს შეიძლება დაწინაურება, წარმატებულ კომპანიაში გადასვლა ან საკუთარი ბიზნესის დაწყება იყოს, მაგრამ მზად იყავით, რომ ამას დიდი ძალისხმევა და მოთმინება დასჭირდება. მნიშვნელოვანია, ყურადღება წვრილმანებზე არ გაგეფანტოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი შეხვედრებისა და დისკუსიებისთვის მოემზადოთ.

სასწორი

ამ დღეს რატომღაც დამსაქმებელიც და კოლეგებიც ცდილობენ, რომ იმაზე მეტი საქმის გაკეთებაზე დაგიყოლიონ, ვიდრე გევალებათ. გირჩევთ, პირველ რიგში, საკუთარი მოვალეობები შეასრულოთ და თუ დრო დაგრჩათ, კოლეგებს დაეხმაროთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას და სარისკო საქმეებს, თუნდაც ახლო მეგობრებმა შემოგთავაზონ. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება და სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/17-dekembris-astrologiuri-prognozi-4555

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1734446077

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი ეტაპი დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და უწყების განვითარებაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული აქტივობა - დანერგილი სიახლეები, ინოვაციები, ახალი სერვისები როგორც ამ...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1734442487

საზოგადოება

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გენო პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფალავნად დაასახელა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2024 წლის საუკეთესო ფალავნად ამავე წლის ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაასახელა. „30 წლის ქართველმა რეიტინგი საუკეთესო შედეგით,...

გენო პეტრიაშვილი

1734440779

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8160 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ზოგადი

1734438244

საზოგადოება

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ გაძევებისთვის, რამაც გავლენა მოახდინა მატჩის საბოლოო შედეგზე...“ - რას წერს გიორგი გველესიანი?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი და ირანის ერთ-ერთი კლუბის „პერსეპოლისის“ ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო მატჩზე წერს:  „ძვირფასო „პერსეპოლისის“ ოჯახო, მინ...

გიორგი გველესიანი მეუღლესთან ერთად

1734433614

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.  მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე:

ბათუმი თბილისი