18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
საკმაოდ დაძაბული დღეა. გირჩევთ, მშვიდად იმუშაოთ, რადგან აჩქარება შეცდომებს გამოიწვევს და ძველ პრობლემებს ახლები დაემატება. შესაძლოა, რაღაც საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალოთ, რაც იდეის განხორციელების შანსს მოგცემთ. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ.
კურო
სწავლისა და მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ სარისკო მოქმედებებზე და ექსპერიმენტებზე უარი უნდა თქვათ. მოერიდეთ მტკივნეულ თემებზე კამათს - გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს და ეცადეთ ამას შეეგუოთ. თუ ვიღაც დიდი ხანია რაღაცას გთხოვთ, დაფიქრდით, იქნებ დროა ამ საკითხზე აზრი შეიცვალოთ.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები. ურთიერთობის გადასარჩენად, იქნებ ერთი დღე ერთმანეთისგან დაისვენოთ და საღამო ცალ-ცალკე გაატაროთ? გამორიცხული არ არის, რომ ერთ-ერთ კოლეგას თქვენი შურს და ცდილობს დაგაზიანოთ, რადგან შეგიძლიათ საკუთარი აზრი გასაგებად გამოხატოთ და სასურველს მარტივად მიაღწიოთ. გირჩევთ, დიდი ხნის წინ შედგენილ მოქმედების გეგმას არ გადაუხვიოთ, თუნდაც ამის მიზეზი გქონდეთ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი დახაროთ და მთელი დღე მშვიდად იმუშაოთ. არ არის საჭირო კამათი და იმის მტკიცება, რომ მართალი ხართ და პრობლემები არ გექნებათ. პირიქით, კოლეგებთან დაახლოების შესაძლებლობა გექნებათ. თუ რაიმე ახალს შემოგთავაზებენ, დათანხმდით. ეს გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. გათავისუფლდით ეჭვებისგან და შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება. სავარაუდოდ, საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელით.
ლომი
ეცადეთ რეალისტურად იაზროვნოთ. მალე მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ეს ყველა სფეროს ეხება – ფინანსურით დაწყებული, სიყვარულით დამთავრებული. ასევე, მოგიწევთ ადაპტაცია ცვლილებებთან, რომლებიც ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. ახალ ურთიერთობებში შეგიძლიათ პირველი ნაბიჯები გადადგათ და საკუთარ გრძნობებზე ღიად ილაპარაკოთ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის, ბავშვებთან და გართობის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. თუნდაც შემოქმედებასთან არაფერი გაკავშირებდეთ, შეეცადეთ სამსახურში განსხვავებული მიდგომა მონახოთ. გირჩევთ, ახლობელი ადამიანების პირადი საზღვრები არ დაარღვიოთ და დისტანცია შეინარჩუნოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, სიმშვიდე და ჰარმონიული ურთიერთობები შეინარჩუნოთ.
სასწორი
ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს. მიზნის მიღწევის საუკეთესო გზა ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობაა, თუმცა საღამოს შეგიძლიათ დაისვენოთ და მეგობრებს შეხვდეთ, თუ ამის ძალა შეგრჩათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინოთ. თქვენი უხეშობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/18-dekembris-astrologiuri-prognozi-4557
1734442487
საზოგადოებაჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გენო პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფალავნად დაასახელა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2024 წლის საუკეთესო ფალავნად ამავე წლის ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაასახელა. „30 წლის ქართველმა რეიტინგი საუკეთესო შედეგით,...
1734440779
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8160 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1734438244
საზოგადოება„მინდა ბოდიში მოგიხადოთ გაძევებისთვის, რამაც გავლენა მოახდინა მატჩის საბოლოო შედეგზე...“ - რას წერს გიორგი გველესიანი?
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი და ირანის ერთ-ერთი კლუბის „პერსეპოლისის“ ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო მატჩზე წერს: „ძვირფასო „პერსეპოლისის“ ოჯახო, მინ...
1734433614
საზოგადოებასაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე:
1734429114
საზოგადოება„გილოცავთ ბარბარობას! ესაა დღესასწაულთა დასაწყისი, რომლებსაც გავივლით და წინ კიდევ ბევრი გველოდება“ - გიორგი ლობჯანიძე
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს. ამჯერად გიორგი ლობჯანიძე საზოგადოებას ბარბარო...