„უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ყველაფერი, რითაც შეიძლება მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს“ - დავით სერგეენკო

„პირველი ვიყავი მე, ვინც 2014 წელს უკრაინაში  ჩავედი, ახლაც უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა“ - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას, რომ მეგობარი სახელმწიფოების ლიდერები კიევში უნდა ჩავიდნენ.

სერგეენკო ამბობს, რომ საქართველო გამოხატავს სოლიდარობას როგორც შეუძლია.

„უკრაინაში მიმდინარე ომმა და იმ დიდმა ტრაგედიამ, რაც ახლა ხდება, წარმოუდგენელია ნორმალური ქვეყანა და ნორმალური ადამიანი გულგრილი დატოვოს და სოლიდარობის ნებისმიერი გამოხატულება მართლაც მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის, ჩვენც გამოვხატავთ იმით, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია. პირადად მე დაკავებული ვარ იმით, რომ ვაკეთებ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას.

რაც შეეხება სახელმწიფო ვიზიტებს, ამის მიზანშეწონილობაზე და გეგმებზე შესაბამისი ადამიანები გააკეთებენ კომენტარს. მე როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა 2014 წელს, როცა ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს დელეგაცია პირველი იყო და პირველი ვიყავი მე, ვინც ჩავედი უკრაინაში, ახლაც უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ვფიქრობ, ამით არის დაკავებული მთავრობა და პარტიული ლიდერშიფიც.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვერ ვიქნები პრაგმატული და რაციონალური ამასთან მიმართებაში, რადგან ემოციები მძალავს ყოველთვის, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ყველაფერი, რითაც შეიძლება მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, უნდა შესრულდეს,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ასევე საინტერესოა:

🔵 იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები - ლელა კაკულია

🔵 არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი - გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის

🔵  ბოლო 24 საათში უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792837832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი

1792833199

ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

1792830142

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...

დაკავება

1792827581

ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...

პროკურატურა