უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მიმდებარედ სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდა

ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა.
ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი გვირაბის მიმდებარედ განხორციელდა უკუშევსების სამუშაოები და უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც მოეწყო.
„ჩვენ, რამდენიმე კვირის წინ, ვაკის რაიონში დავასრულეთ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები. მოძრაობა გახსნილია, ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. როდესაც ახალ გვირაბს ვხსნიდით, აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი, რაც დარჩენილია, ეს არის გვირაბის მიმდებარედ უკუშევსების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებულია. გვირაბის თავზე მოეწყო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც, ტერიტორია აღდგა პირვანდელი სახით და არსებული სივრცე სრულად განახლდა. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ტერიტორიაზე დავიწყებთ გამწვანების სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთანავე, დედაქალაქის მერმა პროექტის მიზანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხელს უწყობს დედაქალაქში თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას.
„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს უფრო უსაფრთხო, თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას. ასევე, სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებასთან ერთად, საზოგადოებისთვის საცხოვრებელი გარემოს ხარისხის ამაღლებასაც ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1750154830
ახალი ამბებილუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი ვაზარითა და ორი იუ...
1750153306
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს ხალხი არაფერი კარგის გამკეთებელი არ არის, კრიზისის შემქმნელები არიან
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია იმას გააკეთებს რა დავალებასაც მისცემენ. „რა დავალებასაც მისცემენ იმას გააკეთებ...
1750152224
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება
ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყავლგასული სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთში რაღაც ყარს! სენატორის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩა...
1750150828
ახალი ამბებიავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 1 ადამიანი
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმ...
1750150310
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: რომელი ქართული დემოკრატიის მებაირახტრე გიორგი ბაჩიაშვილია, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას უკავშირებენ
„გიორგი ბაჩიაშვილი ქართული დემოკრატიის რომელი მებაირახტრეა, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას უკავშირებენ, მათი ერთი ჩვეულებრივი აგენტია, რომელსაც საქმეს აკეთებინებდნენ და ახლა იცავენ“, -...