„ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა“ - მაკა ბოჭორიშვილი
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2025/02/11/25368/maka-bochorishvili_w_h.jpeg)
„ზოგადად უნდა ითქვას, რომ განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება ვაშინგტონში, არის ერთგვარი გაგრძელება თუ აღიარება იმ ფაქტების, იმ პოზიციების, რომლებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღერებდით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ს მიერ საგარეო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდება უცხო ქვეყნების დაფინანსებებს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში დონორების თანხების სწორად თუ არასწორად გამოყენების საკითხს.
„ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობდით ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე, იმ უარყოფით როლზე, რა როლსაც თამაშობდნენ სხვადასხვა დამფინანსებლები საქართველოში და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ძალიან აქტიურად ხდება იგივე საკითხებზე საუბარი ვაშინგტონში და არამხოლოდ საუბარი, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა მინისტრმა.
1739278914
ახალი ამბები„კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე“ - „თბილისი ენერჯი“
„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ამ წუთის მონაცემებით: დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია; ვაკე-წყნეთი: 43 900 - ჩართულია 55% - მიმდინარეობს 19 755 ჩართვა...
1739278296
ახალი ამბები„მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით“ - ირაკლი კობახიძე
„არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გა...
1739277337
ახალი ამბები„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში“ - პრემიერი
„ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle...
1739276072
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე კორუფციის აღქმის ინდექსზე: ვაპირებთ, ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ
„2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...
1739272378
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მზია ამაღლობელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ „ეს კინო ნანახი გვაქვს“ სააკაშვილის სახით
„ქალბატონ ამაღლობელს მე კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს სააკაშვილის სახით. გახსოვთ, 100 დღე თუ მეტი შიმშილობდა ის კაცი“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის...