ვლადიმერ ბოჟაძე: 4 ოქტომბერს, ჯერ, ქართველი ხალხი გამოუტანს, კიდევ ერთხელ, პოლიტიკურ განაჩენს „ნაცმოძრაობას“

„4 ოქტომბერს, ჯერ, ქართველი ხალხი გამოუტანს, კიდევ ერთხელ, პოლიტიკურ განაჩენს „ნაცმოძრაობას“ და მერე ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სარჩელის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობა გაგრძელებას მოითხოვს.
„ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო დაპირებას. შევქმენით საგამოძიებო კომისია, რომლის მუშაობაც აღმოჩნდა, რომ ითხოვს გაგრძელებას. ვალდებულები ვართ, დაველოდოთ კომისიის მუშაობის დასრულებას, რომ გვქონდეს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მეორეს მხრივ, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ვადები გააჩნია.
სავარაუდოდ ეს [მტკიცებულებების შეგროვება] ვერ მოესწრება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. 4 ოქტომბერს ჯერ ქართველი ხალხი გამოუტანს კიდევ ერთხელ პოლიტიკურ განაჩენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მერე ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სარჩელის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
1744799912
ახალი ამბებილევან ნიკოლეიშვილი: ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების ცვლილების შესახებ, წერს და აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი მიზნად ისახავს „მონობაზე უა...
1744795607
ახალი ამბებიღამის კლუბ „დაიმონდის“ მფლობელს და პერსონალს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავ...
1744793471
ახალი ამბებითეა წულუკიანი: გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი კარგია თუ ცუდია, რაც სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მიწვეულია თამაზ მოლაშვილი, მისი შვილის სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებ...
1744792942
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა, თბილისის აეროპორტში, 20 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგა...
1744791981
ახალი ამბებიაღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
აღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქ...