ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას

„ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილებების ეპოქა. ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ აშშ-მა შესაძლოა, უარი თქვას შუამავლობაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, თუ რამდენიმე დღეში ამ მიმართულებით პროგრესს არ დაინახავს.
მისი თქმით, მარკო რუბიო რასაც ამბობს, ეს არის სერიოზული თითის დაქნევა.
„10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი აშშ-ში, ჩვენს დიპლომატიურ მისიაში და, სხვათა შორის, ვაშინგტონშიც პირველი საელჩო ჩვენ გავხსენით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც. გარკვეული გამოცდილება იმისა როგორ მიდის მოლაპარაკებები, როგორ გადიან საერთო პოზიციებზე, ან რომ ვერ გადიან მერე ამას რა მოჰყვება, ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა ისტორიის ამ მონაკვეთზე, რასაც არ იცნობენ ახალგაზრდები, რომლებსაც ტვინებს ურეცხავენ და ზუსტად იციან როგორი მეთოდით გააკეთონ ეს.
მარკო რუბიო რასაც ამბობს, ეს არის სერიოზული თითის დაქნევა. ხანდახან ჩვენც ვუშვებთ ცოდვას და ვსაუბრობთ, ვინ როგორი ტაქტიკით ომობს, ვინ რა რაკეტას ან შეიარაღებას აწვდის უკრაინას, ან ვინ ეხმარება რუსეთს, მაგრამ საერთოდ გვავიწყდება ის, რაც მარკო რუბიომ თქვა - ადამიანები იხოცებიან, ამხელა ტირილი, რამდენი ცრემლი, რამდენი სისხლი, ახალგაზრდები, რამდენი უკვე ამ ომისგან გარდაცვლილი და დასახიჩრებული ადამიანი.
ამის შეჩერების იდეა მოდის არა მარტო იმ ემოციიდან, რაც შეიძლება ადამიანებს გააჩნდეთ. ასეთ თამაშში, უკაცრავად ამ სიტყვას, რომ ვხმარობ, ასეთ დაპირისპირებაში, ასეთ გლობალურ წინააღმდეგობებში, ეს საკითხი არ არის არანაირად ემოციაზე დამყარებული. ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილებების ეპოქა. ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1745055220
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...
1745055040
სპორტიჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-შია
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. ხვიჩა კვარაცხელია კი ტოპ 10-შია - ის მე-9 ადგილზეა. სათავეში კვლავ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილი...
1745053328
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა
ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის ეტაპობრივად აღდგება, - განუცხადეს „იმედინიუსს“ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამ...
1745050565
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათზე ჩამოიტანენ
წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება. წმინდა ცეცხლს „ჯორჯიან ეარვეისის” რეგულარული რეისით 19 აპრილს ჩამოიტანენ. „ჯორჯიან ეა...
1745048475
მსოფლიოკანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...