ზაზა შათირიშვილი: გლობალური ომის პარტია დღეს თითქმის მთელს ევროპას აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს, დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს

„ახალი და ძველი ამბების მიმოხილვის შემდეგ, შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს გონივრული კითხვა, თუ ამხელა ძალა აკონტროლებს ევროპას, ევროპარლამენტს, ევროპულ მედიას, პოლიტიკას, ბიზნესს, ბანკებს და ყველა სფეროს, როგორღა უნდა ვებრძოლოთ მათ?!“ – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

მისი განცხადებით, უნგრეთის და სლოვაკეთის გამოკლებით, დღეს თითქმის მთელ ევროპას „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებს, ამ კონტროლის მიზეზი კი ომი, დასუსტება, განადგურება და რეპუტაციის შელახვაა.

შათირიშვილი მაგალითის სახით საუბრობს შვეიცარიულ Credit Suisse-ზე, რომელიც ბაზრიდან საერთოდ გააქრეს, იმ ფონზე, როცა შვეიცარია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა იყო საბანკო სისტემის მოქნილობითა და ავტორიტეტით. ის ასევე სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს, რომლებსაც მიგრანტების უკონტროლო შემოდინების თუ ეკონომიკური რეცესიის გამო, პრობლემები აქვთ.

„დიახ, სწორედ ასეა, სწორედ გლობალური ომის პარტია აკონტროლებს დღეს თითქმის მთელს ევროპას, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით. აკონტროლებს ყველა სფეროს, მაგრამ მთავარი აქ კონტროლი არ არის. აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს, დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს. ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერა.

შვეიცარია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა იყო საბანკო სისტემის მოქნილობით და ავტორიტეტით, დღეს ამ კუთხით, ფაქტობრივად აღარ არსებობს. Credit Suisse ბაზრიდან საერთოდ გააქრეს, ხოლო როგორც იკვეთება, ამ ეტაპზე Julius Baer - ის განადგურება მათ გეგმებში არ შედის, რისი დასტურიც ბანკის მხრიდან კრიმინალური საქმიანობის შესახებ ადგილობრივ მედიაში ინფორმაციის სრულად დაბლოკვაა. შევხედოთ რა უქნეს გერმანიას - ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ავტოწარმოების გიგანტი იყო და მისი ეკონომიკა მეტწილად სწორედ ამ სფეროზე იყო დამოკიდებული, დღეს ეკონომიკურ რეცესიაშია, ხოლო გიგანტური ავტომწარმოებლების უმეტესობა ან გაკოტრდა, ან ამერიკაში გადავიდა. უმძიმეს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობაშია საფრანგეთი, სადაც მიგრანტების ხელოვნურად მოწყობილმა უკონტროლო შედინებამ ქვეყანა სრულ ქაოსში გახვია.

ადგილობრივი მცხოვრებლები ქვეყნიდან გარბიან, ხოლო ქალაქებს მიგრანტები იკავებენ, ბიზნესებს აკონტროლებენ და უახლოეს რამდენიმე წელიწადში, პროპორციულად ეთნიკურ ფრანგებზე უფრო მეტნი იქნებიან. აღარ გავაგრძელებ სხვა ქვეყნების მდგომარეობის განხილვას, რადგან საერთაშორისო მედიის სრული კონტროლის მიუხედავად, საზოგადოების პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა მაინც ხერხდება და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები ახერხებენ სრული სურათის წარმოჩინებას“, - ნათქვამია ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737643179

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაჰერტის შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და...

იუსტიციის მინისტრი

1737640935

ახალი ამბები

ქეთევან დედოფლის გამზირზე და ასევე, კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 24 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის...

თბილისის მერია

1737640880

ახალი ამბები

AP: თურქეთმა და სირიამ 13 წლის შემდეგ კომერციული ავიარეისები აღადგინეს

თურქეთმა და სირიამ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნებს შორის პირდაპირი კომერციული ავიამიმოსვლა განაახლეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. პირველი რეისი სტამბოლიდან დამასკოში ავიაკომპანია Turkis...

თვითმფრინავი

1737640726

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2025 წლის 23 იანვარს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან” – ამის შესახებ ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი

1737638535

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს. წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. „მსურს, საზოგადოებისთვის განმარტ...

თეიმურაზ წიქვაძე