ზურაბ ქადაგიძე: თუ აქამდე ევროკავშირის ბიუროკრატია და წევრი ქვეყნები დემოკრატიობანას მაინც თამაშობდნენ, ახლა ეს დაბრკოლებაც მოხსნილი აქვთ, ქართველი ხალხი უყურებს ამ ყველაფერს და სათანადო დასკვნებსაც გააკეთებს

გუშინ, იმედის ეთერში ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა საინტერესო ტერმინი გამოიყენა - მან ევროკავშირი „ყოფილ ევროპად“ მოიხსენია და ვფიქრობ, ეს არის იდეალური სახელი, რაც ევროგაერთიანების დღევანდელობას ზედმიწევნით ზუსტად აღწერს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ„დიფ სთეითმა“ სრულად წაშალა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების სუვერენულობა, მათ მმართველებად აგენტურა დასვა და თავიანთი მიზნების მისაღწევად იყენებს. ქადაგიძეს ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს ბრიტანეთის მიერ ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტის გარეშე დაწესებული სანქციები.
„გუშინ, იმედის ეთერში ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა საინტერესო ტერმინი გამოიყენა - მან ევროკავშირი „ყოფილ ევროპად“ მოიხსენია და ვფიქრობ, ეს არის იდეალური სახელი, რაც ევროგაერთიანების დღევანდელობას ზედმიწევნით ზუსტად აღწერს.
ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გლობალურმა ომის პარტიამ, იგივე „დიფ სთეითმა“ სრულად წაშალა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების სუვერენულობა, მათ მმართველებად აგენტურა დასვა და თავიანთი მიზნების მისაღწევად იყენებს.
უფრო მეტიც - თუ აქამდე ევროკავშირის ბიუროკრატია და წევრი ქვეყნები დემოკრატიობანას მაინც თამაშობდნენ და ფორმალურად იცავდნენ პოლიტიკის წესებს, ახლა ეს დაბრკოლებაც მოხსნილი აქვთ.
ასე მაგალითად, ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტის გარეშე ბრიტანეთს შეუძლია სანქციები დაგიწესოს და იმის უფლებაც არ გაქვს, რომ იკითხო - თუ რა დააშავე.
რომელიმე ქვეყნის პრემიერს, სრულიად უსირცხვილოდ შეუძლია ნაცმოძრაობის რეჟიმი დემოკრატიის შუქურად, ხოლო ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური მთავრობა დიქტატურად მოიხსენიოს. ევროკავშირს შეუძლია თავად მიიღოს ის კანონი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს, ხოლო შენც თუ ანალოგიურს გააკეთებ, მას რუსული დაარქვას და უკან გაწვევა მოგთხოვოს...
ჩამონათვალი ძალიან ვრცელია. მიუხედავად ამ უდიდესი უსამართლობისა, მე ამ პროცესში მაინც სასიკეთო ძაფებს ვხედავ. ქართველი ხალხი უყურებს ამ ყველაფერს და სათანადო დასკვნებსაც გააკეთებს, რამე თუ მსგავსად დეგრადირებული „ყოფილი ევროპა“ ვეღარ იქნება „დიფ სთეითის“ ხელში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების შანტაჟის იარაღი“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
1745048475
მსოფლიოკანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...
1745048027
ახალი ამბებიმამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლს ქადაგებისას მიმართა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი თუ თუ ჯვარცმას არ გაივლის, მის ცხოვრებაში აღდ...
1745042779
ახალი ამბებიმართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,...
1745009610
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს
დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნ...
1745008023
ახალი ამბებინიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...