ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის პორტში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურში საზღვაო სამუშაოები, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, კონტრაქტის თანახმად, დაახლოებით 3 წელში დასრულდება.
ქართველ პარტნიორებთან ერთად, პორტის საზღვაო აკვატორიის მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი, მაღალი რეპუტაციის, გამოცდილი, ევროპული საზღვაო მშენებელი კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შეარჩია.
როგორც კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა, ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღმტეხელის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
მისი თქმით, მიმდინარეობს ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების/ინერტული მასალის ტრანსპორტირება სხვადასხვა მეზობელი რეგიონებიდან (იმერეთი, აჭარა, გურია) და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დასაწყობება.
ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, დღეში დაახლოებით 100-120 სატვირთო მანქანა შემოდის სამშენებლო ტერიტორიაზე და ხდება ქვის ლოდების მომარაგება. უკვე მოეწყო და მაისის თვეში ექსპლუატაციაში შევა ბეტონის სხვადასხვა კუბატურის ე.წ. „იქს ბლოკების” წარმოების პოლიგონი და შესაბამისად ტალღმტეხელისთვის საჭირო სამშენებლო მასალების წარმოება ადგილზე/სამშენებლო მოედანზე განხორციელდება.
მისი თქმით, დანიის სამეფოს დედაქალაქში - ქალაქ კოპენჰაგენში არსებულ DHI-ს ლაბორატორიაში მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება.
„ამჟამად მიმდინარეობს მომავალი პორტის ტერიტორიაზე საჭირო ოდენობის სამშენებლო მასალების დასაწყობება, რათა უშუალოდ მშენებლობის პროცესს ხელი არ შეეშალოს და დაახლოებით 1,5 კმ-ის ტალღმტეხელის მშენებლობა საპროექტო ვადებში დასრულდეს. ასევე დაგეგმილია ნავსადგურში შემომავალი არხის მაქსიმალური დაღრმავება, რათა დიდი მოცულობის გემები შემოვიდნენ და ამ მიზნით დაგეგმილია 10 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ამოღება“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.
კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის თქმით, იმ დროისთვის, როდესაც სახელმწიფო შეარჩევს საერთაშორისო პარტნიორს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, ნავსადგურის აკვატორიაში საზღვაო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებული იქნება.
1744032535
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ძალიან პირნათელი ვარ მოქალაქეების წინაშე, რადგან ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდების საქმეში
ვიტყოდი, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამშობლოს უღალატა, თუმცა მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყანას უღალატა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტის კით...
1744031902
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მისცეს მოლდოვას, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული, ეს ხომ სამარცხვინოა
ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, - განუცხადა სა...
1744031049
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში
„ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...
1744030340
ახალი ამბებიპრემიერი: სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ მასზე
სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუც...
1744029547
ახალი ამბებივახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი...