პრემიერი: ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მისცეს მოლდოვას, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული, ეს ხომ სამარცხვინოა

ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა.

„რაც შეეხება ევროპას, თეორიულად წარმოიდგინეთ, 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მერე რამდენიმე თვეში გაგვიხსნეს მოლაპარაკებები და გაგრძელდა ეს პროცესი, ხომ იქნებოდა ჩვეულებრივად გაგრძელებული ურთიერთობები, მაგრამ ვიღაცას მოუნდა, რომ კანდიდატის სტატუსი გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ჩვენი ქვეყანა ჩაერთოთ ომში. რომ მოენიჭებინათ სტატუსი, არავითარი პოლემიკაც კი არ იქნებოდა ევროპულ სტრუქტურებთან.

2024 წლის 28 ნოემბერს ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან აღარ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ეს რას მოჰყვა - ჯერ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ამ საკითხს იყენებდნენ შანტაჟისთვის სწორედ ჩვენი შვილებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. შემდეგ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდნენ ევროპელი ბიუროკრატები, როცა არ გვანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, შემდეგ უკვე 2023 წლის დეკემბრიდან განაგრძეს ჩვენი და ჩვენი შვილების შანტაჟი, როცა არ გვიხსნიდნენ მოლაპარაკებებს, სამარცხვინოა.

ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები. ეს მისცეს მოლდოვას. მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა, უსუსტესი ინსტიტუტებით, დსთ-ს წევრი ქვეყანა და აქ ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და არ გვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, ეს ხომ სამარცხვინოა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744041758

საზოგადოება

საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვა

იტალიაში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაოლუსა და სანდას ნაკრებებმა სულ 18 მედალი - 12 ოქრო, 5 ვერცხლი და 1...

უშუს ეროვნულმა ნაკრებ

1744041511

საზოგადოება

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1744039886

საზოგადოება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გ...

საბაგირო გზა

1744034643

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო: სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ი...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1744034324

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები

„ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მის...

 ირაკლი კირცხალია