ირაკლი კირცხალია: მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები

„ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები.
„საზოგადოებას გვინდა, ვაცნობოთ, რომ დავაინიციირეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი. საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლობებს, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
ამასთანავე, ვინაიდან გრანტი, თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ ჩვენს ქვეყანაში დააფინანსონ მოლოტოვის კოქტეილების სროლის რომანტიზების კამპანიები, ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები, რაც მრავლად იხილა საზოგადოებამ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და არა მხოლოდ, რომელთა მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და ხელისუფლების სათავეში „დიფსთეითის“ აგენტურის მობრუნებაა. წარმოდგენილი ცვლილებით: უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტთან დაკავშირებით სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო“, - განაცხადა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი თანხმობის გარეშე გრანტის მიღებასთან დაკავშირებით.
„კერძოდ: თუ პირი შესაბამისი თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ის დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით; იმისათვის, რომ ცალკეულმა სუბიექტურად დაინტერესებულმა თუ აგენტურულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, საზოგადოებისთვის ხაზგასმით განვმარტავთ, რომ მთავრობის თანხმობას არ დაექვემდებარება: საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემული ინდივიდუალური სტიპენდიები და გრანტები; ასევე, საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღება.
გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა მართალია კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულების მიღებას იურიდიული პირისგან, თუმცა, საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რომ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რადიკალური ოპოზიციის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეში მხარდაჭერა და დაფინანსება შენიღბოს ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით, რისი ნათელი მაგალითიც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში“, - განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ.
„ხაზგასასმელი და ძალიან სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაინიციირების პარალელურად, დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკომისიის აღიარება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს სინამდვილეში იყენებდა ლობისტური საქმიანობისთვის. კომისიამ თავისსავე განცხადებაში მიუთითა, რომ აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა არასათანადო ლობირებას, ანუ თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად და ემსახურებოდა განსხვავებული აზრის ჩახშობას.
ეს კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის წარმოდგენილი ცვლილებების მიღების აუცილებლობას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ხარისხის, ეროვნული იდენტობის დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ქვეყნის სწრაფი განვითარების და ღირსეული, ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველყოფის საფუძველია“, - განაცხადა კირცხალიამ.
1744041511
საზოგადოებასაერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებ...
1744039886
საზოგადოებარიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გ...
1744034643
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო: სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ი...
1744033525
ახალი ამბებიმეუფე შიო: დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან
დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან, - განაცხადა ყოვლადწმინდა ღვ...
1744033493
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7561 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7576 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...